1. უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.
2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება.
3. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის დასაშვებია:
ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნიდან;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში.
4. დასაშვებია ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის ნებისმიერი საექიმო სპეციალობის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა მხოლოდ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებული ქვეყნიდან.
5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომ – საბჭო).
6. (ამოღებულია - 04.04.2019, №4463).
7. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან.
8. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არაუმეტეს 1 წლით. საბჭოს უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელოს ეს ვადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
9. სამინისტროს უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევამდე აუცილებელია იმ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი თანხმობა, რომელშიც უცხო ქვეყნის სპეციალისტმა უნდა გასწიოს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ან განახორციელოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება.
10. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.
11. ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ.
12. (ამოღებულია);
13. რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს საბჭომ.
14. საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
. 323
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.74
საქართველოს 2019 წლის 4 აპრილის
კანონი №4463
-
ვებგვერდი, 11.04.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.04.2019 კანონი №4463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება 1. უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. 2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება. 3. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის დასაშვებია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნიდან; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში. 4. დასაშვებია ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის ნებისმიერი საექიმო სპეციალობის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა მხოლოდ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებული ქვეყნიდან. 5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევსექიმთა პროფესიული განვითარებისასოციაციების საბჭორეკომენდაციით, (შემდგომშისაქართველოს –ოკუპირებული საბჭო)ტერიტორიებიდან ექიმთადევნილთა, შესაბამისიშრომის, პროფესიულიჯანმრთელობისა ასოციაციისდა რეკომენდაციით.სოციალური 6.დაცვის უცხომინისტრის ქვეყნისმიერ სპეციალისტისათვისდადგენილი საქართველოშიწესით დროებითიაძლევს დამოუკიდებელიპროფესიული საექიმოგანვითარების საქმიანობისსაბჭო ადგილს,(შემდგომ ვადასა– დასაბჭო). მიზანს6. განსაზღვრავს(ამოღებულია სამინისტრო- ამ04.04.2019, სპეციალისტთან№4463). და ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად. 7. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან. 8. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არაარაუმეტეს უმეტეს1 ერთი წლით. საბჭოს უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამგააგრძელოს ვადისეს გაგრძელებისვადა უფლებასაქართველოს აქვსოკუპირებული სამინისტროს.ტერიტორიებიდან გადაწყვეტილებადევნილთა, მიიღებაშრომის, ექიმთაჯანმრთელობისა შესაბამისდა პროფესიულსოციალური ასოციაციასთანდაცვის ერთად.მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 9. სამინისტროს უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევამდე აუცილებელია იმ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი თანხმობა, რომელშიც უცხო ქვეყნის სპეციალისტმა უნდა გასწიოს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ან განახორციელოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება. 10. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვსაქვს, თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვისმომსახურებისათვის. თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, სამინისტროს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. 11. ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ. 12. (ამოღებულია); 13. რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს საბჭომ. 14. საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74.74
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-539(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა, შესაბამისად კასატორის მითითებით სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.
- საქმე №ბს-1037(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
№36 დადგენილების მე-11, მე-14 და მე-15 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პაციენტები ე.მ-ე და ნ.ა-ი 2017 წლის ნოემბრის თვეში მკურნალობდნენ შპს „მ...ში.“ მიმწოდებლის მიერ შემთხვევები მიწოდებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში პროგრამული კოდით ინტოქსიკაციები/დეზინტოქსიკაცია/ინფუზიური თერაპია.
- საქმე №330210016001598621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა (18.2. მუხლი). ამავე კანონის 19-ე მუხლის 1-ლინაწილის მიხედვით, სახელმწიფო სერტიფიკატი: ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
- საქმე №330100117001996912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
…და მ---– ს------ი არიან ა------------ის სახელმწიფოს მოქალაქეები. მათ 07.03.16 წლიდან 15.03.16 წლამდე პერიოდში არ გააჩნდათ საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი (მუდმივი/დროებითი) არცერთ საექიმო სპეციალობაში, რითაც დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი („უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით“) მოთხოვნები.
- საქმე №010210016001276457 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქთით: უცხო ქვეყნის სპეციალისტს, საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციებით.
- საქმე №330210016001598621 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება