1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით.
2. იმ უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3110 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №360 – ვებგვერდი, 18.03.2021წ
.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3846 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3846
- 16.03.2021 კანონი №360
- 05.07.2018 კანონი №3110
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება 1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით. 2. იმ უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №360 – ვებგვერდი, 18.03.2021წ .
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
მართალია ჯანმრთელობის უფლება მოხსენებული არ არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს შორის, თუმცა იმ პოზიტიურ ვალდებულებებთან ერთად, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებიდან, ყოველმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა შემოიღოს წესები, რომელიც დაავალდებულებს სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებს მიიღონ შესაბამისი ზომები…
- საქმე №ას-120-120-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
ეს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და,,საექიმო საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ აქვს იურიდიული ძალა…
- საქმე №010210016001620696 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
ეს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და,,საექიმო საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ აქვს იურიდიული ძალა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება