1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი).
11. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საექიმო საქმიანობის უფლება.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5767 – ვებგვერდი, 23.03.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2020 კანონი №5767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.04.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი). 11. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საექიმო საქმიანობის უფლება. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-51(3კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
…სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში (მათ შორის „ლაბორატორიული მედიცინა’’) და ჩატარებული აქვს ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევა, მგრძობელობის განსაზღვრა ანტიბიოტიკებისა და ფუნგიციდების მიმართ, რითაც დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული დარღვევის გამო (დაფიქსირდა უკანონო საექიმო საქმიანობა), თ.ჭ-ას მიმართ შედგა…
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,…
- საქმე №ბს-63(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის…
- საქმე №ბს-650(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 21.3 მუხლის „გ.ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 7.1 და 7.2 მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 28-ე და 33-ე მუხლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ.
- საქმე №ბს-691(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
…კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის,,ჟ“ ქვეპუნქტის თანხმად, სერტიფიცირება არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა…
- საქმე №ბს-952(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №ას-1845-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
- საქმე №ას-1649-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2019
- საქმე №ბს-744-740(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ას-37-37-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2018
- საქმე №ას-714-677-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2014
- საქმე №ას-378-359-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2013
- საქმე №ბს-82-77(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
- საქმე №2კ-1222აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2007
- საქმე №330310014507872 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330210015001067347 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 16.03.2018
- საქმე №330310015001010656 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება