2. პირს, რომელმაც 2001 წლის 1 ივნისამდე მიმართა სასერტიფიკაციო საბჭოს, მაგრამ არ ჩაუტარდა სასერტიფიკაციო გამოცდა, 2001 წლის 1 სექტემბრამდე ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.
3. არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
4. (ამოღებულია).
5. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – კადრების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობის ამსახველი დოკუმენტი;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ;
თ) სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი;
ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესი;
კ) (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი და რეესტრის წარმოების წესი.
8. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მიღება.
9. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 632 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) მიღება.
10. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი უზრუნველყონ ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 – სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №162 – სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.14
საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №889 – სსმ I, №15, 11.06.2001 წ., მუხ.50
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2527 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.162
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3836 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.317
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4277 – ვებგვერდი, 25.02.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3455 – ვებგვერდი, 25.07.2023
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-266-596-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2007
ჩ-ს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 154-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე.
- საქმე №2კ-1222აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2007
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ E საქართველოს კანონის 50-ე, 33-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე, „სამედიცინო განათლების მქონე პერსონალს, 2001 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე“, რაც,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
- საქმე №ას-175-599-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2006
ჩ-ძეს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონის 154-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე.
- საქმე №ას-1027-1288-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2005
…დედებისათვის მინიჭებული უფლების მის მიმართ დარღვევის თაობაზე, იგი 2004 წლის 24 დეკემბრის ბრძანება ¹16-ით შვებულებიდან სამუშაოზე დაუშვეს, ხოლო იმავე წლის 27 დეკემბერს ბრძანება ¹17-ით გაათავისუფლეს სამუშაოდან იმ საფუძვლით, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს, 2002 წლის პირველი იანვრიდან აეკრძალა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალური სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
- საქმე №ას-483-802-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2005
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალებათ დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
- საქმე №ას-1431-1532-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2005
- საქმე №3გ-ად-69-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2003
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება