უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებულ, დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) გაიაროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;
ბ) განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;
გ) იმუშაოს უმცროს ექიმად;
დ) იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ. 162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ. 323
საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2794 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4044 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4044
- 02.05.2023 კანონი №2794
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებულ, დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს: ა) გაიაროს უმაღლესისშემდგომიდიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; ბ) განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას; გ) იმუშაოს უმცროს ექიმად; დ) იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ. 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ. 323 თავი III. სახელმწიფო სერტიფიკატი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-512-789-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2004
მართალია, „საექიმო საქმიანობის შესახებ“კანონის მე-17 მუხლი ამავე კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად 2003 წლიდან ამოქმედდა, მაგრამ კ.
- საქმე №ას-655-1305-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2003
მათი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების მიღების დროისათვის მოქმედებდა “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უმცროსი ექიმების დანიშვნას. მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების საფუძველია შკკ-ს 34-ე მუხლი, შტატების არარსებობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება