1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი.
2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო.
3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება:
ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით);
ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები);
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები;
დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ;
ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.
5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი 1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო. 3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით); ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები; დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ; ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. 5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 1621
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1845-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
ამასთან, ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებული მონაცემების სრული და ერთიანი ბაზის საწარმოებლად შექმნილია - სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი ( „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი). ამდენად, სწორედ სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრია ის წყარო, საიდანაც კონკრეტული ექიმის სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება