1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას ჩამოერთვა;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე 1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას ჩამოერთვა; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი. 3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით. 4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს 2008 წლის21წლის 21 მარტის კანონი №5999-სსმI,№5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-539(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
…ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა, შესაბამისად კასატორის მითითებით სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება