თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.12.2011 ძალადაკარგული 03.10.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
020080130.35.162.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223008, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება № 57

2011 წლის 16 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

 
თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

 ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენის საკითხის მოწესრიგების საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე ნაწილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს:

ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ზედამხედველობის საკითხებში) – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 86-ე მუხლებით, 103-ე მუხლით, 114-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 119​1 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 146​1, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 150​1 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 152​2, 153​4, 159-ე, 159​1, 179​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;

ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიწის აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51-ე, 51​2, 52-ე, 53​3, 55​2, 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;

გ) ქვეპუნქტში სიტყვები ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები – გამგეობის რწმუნებულები“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები;

დ) შპს ,,კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146​1 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (საწარმოს მომსახურების არეალში);

 ე) შპს ,,ახმეტაგამწვანების“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146​1 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (საწარმოს მომსახურების არეალში);

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე მუხლებით, 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 73-ე, 74-ე, 75-ე, 86-ე, 146​1 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში);

ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე (ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიის ფარგლებში).

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.01.2012 წ.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.01.2012 წ.

 

საკრებულოს თავმ ჯ დომარის მოადგილე       ჯ. ხანგოშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.01.2012 წ.

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“, №57, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1535110-1/