თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 57
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. ახმეტა
|
ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენის საკითხის მოწესრიგების საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე ნაწილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ზედამხედველობის საკითხებში) – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 513, 55-ე, 553, 555, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 86-ე მუხლებით, 103-ე მუხლით, 114-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1461, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მიწის აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 552, 555 და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები – გამგეობის რწმუნებულები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე, 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში);
დ) შპს ,,კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (საწარმოს მომსახურების არეალში);
ე) შპს ,,ახმეტაგამწვანების“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (საწარმოს მომსახურების არეალში);
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე მუხლებით, 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 73-ე, 74-ე, 75-ე, 86-ე, 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში);
ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე (ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიის ფარგლებში).
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმ ჯ დომარის მოადგილე ჯ. ხანგოშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“, №57, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1535110-6/