„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2011 ბოლო ცვლილება 24.06.2024
ნომერი
№01-64/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.035.016107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111229047, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

+

ბრძანება №01-64/ნ

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

+

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-64/ნ - ვებგვერდი, 28.12.2018წ.

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლეს.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები.

5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანება.

6. ბრძანება ამოქმედდეს „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.

ა. ურუშაძე


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულება

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-64/ნ - ვებგვერდი, 28.12.2018წ.

 

    მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო

+

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.

3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე, 72–72​5 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის, აგრეთვე „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და ამ საქმიანობების სახელმწიფო რეგულირება;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ,პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის  კონტროლი;
გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით, ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების/ღონისძიებების გატარება;
ვ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესების  ხელშეწყობა, მონიტორინგი, მათ შორის:
ვ.ა) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების (მ.შ. სუბსპეციალობების, სპეციალიზაციის პროგრამების) აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ.ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, აღნიშნული დაწესებულებების მონიტორინგი;
ვ.გ) ექიმთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ.დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების მონიტორინგი;
ვ.ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) უკანონო სამედიცინო, სააღმზრდელო და საექიმო, ასევე, სავალდებულო შეტყობინების გარეშე მაღალი რისკის შემცველ საქმიანობებზე კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
თ) ექიმთა პროფესიული  პასუხისმგებლობის საკითხის  დასმა კომპეტენტური ორგანოს – პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე;
ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილისა და  361-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
კ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების, აგრეთვე, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრის წარმოება;
მ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
ნ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რევიზია;
ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ჟ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური (მ.შ. ფინანსური) უზრუნველყოფა;
რ) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით;
ს) სააგენტოს მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება,  კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
ტ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-64/ნ - ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

+

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვა სა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით;
4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე;

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-64/ნ - ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 4. სააგენტოს უფროსი

+

სააგენტოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
თ) კანონმდებლობის  შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);
კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ნ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ო) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
პ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
რ) განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს,  საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 მაისის ბრძანება №01- 25/ნ - ვებგვერდი, 18.0 5.2012წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-62/ ნ - ვებგვერდი, 08.09.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-64/ნ - ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

+

1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

+

1. სააგენტოს სახ ე ლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.

2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

    მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

+

1. სააგენტოს გააჩნია ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონება. ასევე, შესაბამისი ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.

7. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-62/ ნ - ვებგვერდი, 08.09.2014წ.

 

    მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

+

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №01-64/ნ, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016107 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1544211-4/