„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01 -64/ნ
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლეს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები.
5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.
ა .ურუშაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის“გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო
1 . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, საექიმო, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2 . სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27 -ე, 72–725 პ უნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე და 54-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, აგრეთვე „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლი;
გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო, ფარმაცევტულ, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობზე სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ზ) ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წინაშე;
თ ) “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ი ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
კ ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
ლ ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
მ ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ნ ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ო ) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
პ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ჟ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტი სათვის წინასწარი შეთანხმებ ის დოკუმენტის გაცემა ;
რ ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება, დაშვების შეჩერება ან გაუქმება;
ს ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ტ ) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
უ ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის გამოვლენისას მათი ქსელიდან ამოღება და განადგურება;
ფ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
ქ ) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
ღ ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის სტანდარტებისა და გზამკვლევევების (გაიდლაინების) პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა ;
ყ ) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
შ ) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე\წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
ჩ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელება;
ც ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილე ო ბის მიღება;
ძ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;
წ ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ჭ ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
ხ ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.
ჯ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიების) და ნებართვების გაცემა; სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების წარმოება;
ჰ ) ლიცენზიის/ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება;
ჰ1 ) ჯან მ რთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ს ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ჰ2 ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
ჰ3 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ჰ4 ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ჰ5 ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;
ჰ6 ) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით.
ჰ7 ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.
ჰ8 ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;
ჰ9 ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;
ჰ10 ) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჰ11 ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში –უფროსი), რომელ საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. სააგენტოს უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვა სა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით .
4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობ ა ს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 4. სააგენტოს უფროსი
სააგენტოს უფროსი :
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მ ათ უფლებამოსილებებს;
თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ნ ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ო ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
პ ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ჟ ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
რ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს ) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შე ქმნ ას სათათბირო ორგანოებ ი (კომისიებ ი და საბჭოებ ი ) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვრ ოს მ ისი უფლებამოსილებებ ი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ;
ტ ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი , კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახ ე ლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს გააჩნია ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონება. ასევე , შესაბამისი ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6 . ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
7 . სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01 -64/ნ
ბრძანება №01-64/ნ
+
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-68/ნ- ვებგვერდი, 17.10.2019წ.
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-64/ნ - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-68/ნ- ვებგვერდი, 17.10.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 15.01.2020წ.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 15.01.2020წ.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება (დანართი №1).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-68/ნ- ვებგვერდი, 17.10.2019წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლეს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები.
5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.
ა. ურუშაძე
ა .ურუშაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
დანართი №1
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-68/ნ- ვებგვერდი, 17.10.2019წ.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა
+
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობ ას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 15.01.2020წ.
მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო
+
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში. წარმოადგენს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობისას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე, 72–725 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე, 44-ე, 45-ე, 46-ე და 54-ე პუნქტ ებ ით გათვალისწინებული ნებართვის სახეებზე ამავე კანონით გათვალისწინებული ნებართვის გამცემისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე- 4 შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და ამ საქმიანობების სახელმწიფო რეგულირება;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
გ) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ სალიცენზიო, სანებართვო, შეტყობინებას დაქვემდებარებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების/ღონისძიებების გატარება;
ვ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესების ხელშეწყობა, მონიტორინგი, მათ შორის:
ვ.ა) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების (მ.შ. სუბსპეციალობების, სპეციალიზაციის პროგრამების) აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ.ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, აღნიშნული დაწესებულებების მონიტორინგი;
ვ.გ) ექიმთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ.დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების მონიტორინგი;
ვ.ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
ზ) უკანონო ფარმაცევტული, სამედიცინო, სააღმზრდელო და საექიმო, ასევე, სავალდებულო შეტყობინების გარეშე მაღალი რისკის შემცველ საქმიანობებზე სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
თ) ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა კომპეტენტური ორგანოს – პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე;
ი) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361 მუხლისა და 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის (გარდა 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისა) შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
კ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადება ში მონაწილეობა;
ლ) სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების, აგრეთვე, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრის წარმოება;
მ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
ნ) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ო) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
პ) კომპეტენციის სფეროში წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობის სფეროში სამართალდამრღვევ პირთა რეესტრის წარმოება;
ჟ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელება;
რ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის შემოწმება/რევიზია.
ს) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
უ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური (მ.შ. ფინანსური) უზრუნველყოფა;
ფ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
ქ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი, რა მიზნითაც უფლებამოსილია შექმნას სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
ღ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
ყ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ერთობლივად განსაზღვრული ქვეყნის შიდა კვოტების დადგენისას იმპორტის მსურველ პირთა გამოვლენა და გამოვლენილ პირებზე შესაბამისი კვოტების გადანაწილება, რა მიზნითაც:
ყ.ა) კვოტების დადგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საჯაროდ, ოფიციალური ვებგვერდის - www.rama.gov.ge-ს გამოყენებით, საჯაროდ აცხადებს და აქვეყნებს დამტკიცებულ ქვეყნის შიდა კვოტას და არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს იმპორტირების მსურველთა განცხადებებს;
ყ.ბ) განსაზღვრავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების დამტკიცებისას ამ ნივთიერებების/საშუალებების იმპორტის მსურველი პირების განაცხადების მიღების წესებსა და პირობებს, გამოვლენის/შეფასების კრიტერიუმებს, გადანაწილების პრინციპებს;
ყ.გ) ითვალისწინებს „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე“ საბჭოს რეკომენდაციებს;
ყ.დ) საჭიროებისამებრ, ქმნის შესაბამის კომისიას, განსაზღვრავს კომისიის ფორმატს, შეიმუშავებს/ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს კომისიის ამოცანების შესასრულებლად, აგრეთვე, კომისიის მუშაობის ან ქვეყნის შიდა კვოტის ფარგლებში შესაბამისი ნივთიერების/საშუალების იმპორტის მსურველი პირის გამოვლენის პროცესის სრულყოფასთან დაკავშირებით.
ყ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
შ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ჩ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ც) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ძ) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
წ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ჭ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტისათვის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა;
ხ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება, დაშვების შეჩერება ან გაუქმება;
ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ჯ1) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა, რაც მოიცავს (და არ შემოიფარგლება) „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესაბამისი მარეგულირებელი გარემოს შექმნისათვის წინადადებებისა და საჭირო ღონისძიებების შემუშავებას/განხორციელებას, სააგენტოში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიული სიმძლავრეების შექმნას/განვითარებას და სხვა;
ჰ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის გამოვლენისას მათი ქსელიდან ამოღება და განადგურება;
ჰ1) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
ჰ2) „კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკის“ დანერგვის ხელშეწყობა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;
ჰ3) წამლის გვერდითი მოვლენების ზედამხედველობა (ფარმაკოზედამხედველობა);
ჰ4) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის სტანდარტებისა და გზამკვლევევების (გაიდლაინების) პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;
ჰ5) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
ჰ6) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება;
ჰ7) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
ჰ8) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ჰ9) სააგენტოს მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ10) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 13.01.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №01-91/ნ - ვებგვერდი, 28.11.2022 წ.
1
. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, საექიმო, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.2
. სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.3.
სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:ა) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27
-ე, 72–725 პ
უნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე და 54-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, აგრეთვე „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლი;
გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო, ფარმაცევტულ, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობზე სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ზ) ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წინაშე;
თ
) “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ი
) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;კ
) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;ლ
) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;მ
) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;ნ
) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;ო
) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;პ
) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;ჟ
) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტისათვის
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა
;
რ
) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება, დაშვების შეჩერება ან გაუქმება;ს
) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;ტ
) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;უ
) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის გამოვლენისას მათი ქსელიდან ამოღება და განადგურება;ფ)
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;ქ
) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;ღ
) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის სტანდარტებისა და გზამკვლევევების (გაიდლაინების) პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;
ყ
) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;შ
) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე\წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;ჩ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელება;
ც
) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეო
ბის მიღება;ძ
) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;წ
) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;ჭ
) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;ხ
) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.ჯ
) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიების) და ნებართვების გაცემა; სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების წარმოება;ჰ
) ლიცენზიის/ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება;ჰ1
) ჯანმ
რთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა
ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;ჰ2
) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;ჰ3
) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;ჰ4
) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;ჰ5
) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;ჰ6
) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით.ჰ7
)
მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.ჰ8
) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;ჰ9
) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;ჰ10
) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.ჰ11
) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
+
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.
4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი
+
სააგენტოს დირექტორი:
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი
(შემდგომში – უფროსი),
რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. სააგენტოს უფროსი
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა
და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით
.
4. სააგენტოს
უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობა
ს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 4. სააგენტოს უფროსი
სააგენტოს უფროსი
:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი), „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში;
კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ო) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სააგენტოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ჟ) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
რ) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს/წესებს;
ს) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის
მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ
უფლებამოსილებებს;თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ
) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;მ
) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;ნ
) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;ო
) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;პ
) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;ჟ
) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;რ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს
) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას
სათათბირო ორგანოები
(კომისიები
და საბჭოები
) და სამუშაო ჯგუფები,განსაზღვროს
მისი
უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული
;
ტ
) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა
+
1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები
+
1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი , კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახე
ლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
+
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სააგენტოს გააჩნია ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონება. ასევე , შესაბამისი ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს:
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
7. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
ე)
თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;ვ
) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.5
. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.6
. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.7
. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
+
1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-64/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.22.035.016107.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 11 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2024.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №01-64/ნ, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016107 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1544211/