უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2011 ბოლო ცვლილება 11.11.2025
ნომერი
№224/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №224/ნ

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52​1 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის  წესი ს დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი

 

დანართი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის ბრძანება №91/ ნ - ვებგვერდი, 11.07.2013წ.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მ აგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი

 

 

 

 

მუხლი 1. წესის მიზანი

1. ამ წესის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.

 

  მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. საერთო სამაგისტრო   გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; 

ბ​1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.

3​1) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.

3​2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ცენტრი) მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 

3​3. გამოცდის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ტესტური დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას. გამოცდის წარმატებულად ჩაბარება გულისხმობს ტესტში, გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

3​4. გამოცდა ტარდება ამ პუნქტით დადგენილი პირობების და გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:

ა) გამოცდა ჩატარდება  წელიწადში ორჯერ;

ბ) გამოცდა ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით. ელექტრონული ფორმით ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

გ) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ;

დ) გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ცენტრი ქმნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ და გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზას.

3​5. სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს, გამოცდაში მონაწილე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის თაობაზე ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

3 ​6. გამოცდების ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო).

6. ცენტრში განცხადებით მიმართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ცენტრში.

7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს ან სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტს (შემდგომ – უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი).

8. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა)  მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დასკვნა  უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).

 9. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა)  მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ​​​​​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები   უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულების   დასკვნა   უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ​1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს  უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:

ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;

ე.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას;

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი.

10. მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

11. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

12. ცენტრი, საქართველოს მოქალაქეების მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემისთანავე, ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 189/ ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №151/ნ - ვებგვერდი, 12.11.2014წ.
     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 ივნისის ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 30.08.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №63/ნ - ვებგვერდი, 27.12.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №101/ნ  - ვებგვედი, 14.09.2022წ.

 

   მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა

1. საქართველოს მოქალაქეების განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამოწმებს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – ცენტრი  და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავენ გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.

2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი/ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ ​​ ​1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.

3​1. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ​ ​1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ​ ​1 “ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე  საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის  მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ ​​ ​1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.

3​2. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ.

4. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქეების განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს, წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი   ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

4​​1.  ცენტრი უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს, წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი,  5 სამუშაო დღეში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი აისახება  უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 25 მაისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 26.05.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №101/ნ  - ვებგვედი, 14.09.2022წ.

 

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

1. გამოცდების ცენტრი გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2019 წლიდან.

2. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გამოთხოვილი ცნობით არ დასტურდება ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში და ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას იღებდნენ დისტანციური ფორმით, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს მე-3 მუხლის 3​ ​2  პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.  უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის  განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით,  არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც  2021-2022 სასწავლო წელს სწავლობდნენ უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

6. 2022 წელს გამოცდების ცენტრმა ამ წესის მე-2 მუხლის 3​4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარება უზრუნველყოს სამჯერ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 30.08.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 25 მაისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 26.05.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 22 ივნისის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 23.06.2022 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №112/ნ - ვებგვერდი, 06.10.2022 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, №224/ნ, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016261 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545043-13/