უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (21)
შემდგომი ცვლილებები (15)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 224/ნ
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი.“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესი ს დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის ბრძანება №91/ ნ - ვებგვერდი, 11.07.2013წ.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მ აგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი
მუხლი 1. წესის მიზანი
1. ამ წესის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.
მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
3 1) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი).
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
6. ცენტრში განცხადებით მიმართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ცენტრში.
7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს ან სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს.
8. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
9. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:
ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
ე.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი.
10. მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
11. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
12. ცენტრი, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის/საქართველოში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტის გამოცემისთანავე, ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თ ანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 189/ ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №151/ნ - ვებგვერდი, 12.11.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 ივნისის ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა
1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.
2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.
4. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი) განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, წარუდგენს რეკომენდაციას გარდა ამ მუხლის 41პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
41. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი აისახება ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისბრძანება №224/ნ
ბრძანება № 224/ნ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი.“.2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინიუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მ აგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი
მუხლი 1. წესის მიზანი🔗
1. ამ წესის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.
მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
გ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
3. აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ განცხადებით მი მართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი ), საქართველოში ბოლო ჩამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
4. განცხადებით მი მართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ცენტრში .
5. აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე მიმართოს ცენტრს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამის სამსახურს.
ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
6. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;
ბ) უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;
31) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.
ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.
გ ) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის განცხადებას, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ “ ქვე პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას.
9 . მოქალა ქეობის არმქონე პირის განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
10 . უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
11. განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს ცენტრის მიერ შემუშავებული ფორმის დადასტურებას ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.
12. ცენტრი, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემისთანავე ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განსახილველად მომზადება🔗
1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-6- მე-10 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 თვისა.
2 . თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისია, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3 . სამინისტროს შესაბამისი სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში.
4 . ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა განცხადებების საფუძველზე სამინისტროს შესაბამისი სამსახური ამზადებს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების რეესტრს (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეიტანება შესაბამისი მონაცემები.
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ განცხადება შეიცავს ამ წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ დადასტურებას და მას თან ერთვის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, სამინისტროს შესაბამის სამსახურს დაუყოვნებლივ გააქვს საკითხი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე განსახილველად.
დ1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
მუხლი 4. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს „ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა დოკუმენტების შემსწავლელი კომისია“ (შემდეგში – კომისია), რომელიც შედგება 7 წევრისაგან.
2. კომისია იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომების შედეგად იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება🔗
12. ცენტრი, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის/საქართველოში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტის გამოცემისთანავე, ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.
1 . კომისია, ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, განცხადებას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №151/ნ - ვებგვერდი, 12.11.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016 წ.
2 . ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადა მოიცავს პერიოდს სტუდენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის საქართველოში ბოლო ჩამოსვლის დღემდე.
3 . საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადის დადგენის მიზნებისათვის ითვლება, რომ სტუდენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი ცხოვრობდა უცხო ქვეყნაში. საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოებებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ცნობის შინაარსის გათვალისწინებით იკვლევს კომისია.
4 . კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით განცხადების განხილვიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი კომისიის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურ იენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დაწესებულებაში სწავლის თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება რეესტრში.
5. თუ სახეზეა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კომისია შესაბამის დადასტურებაზე დაყრდნობით შუამდგომლობას წარადგენს დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში გამოიცემა მინისტრის პირობითი გადაწყვეტილება, რომელიც ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ამ მუხლის მე-4/ მე-5 პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემიდან ოთხი თვის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები🔗
1. „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725-ე ბრძანებით შექმნილი კომისია ჩაითვალოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილად.
2. კომისია უფლებამოსილია, განცხადებების განხილვისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, იხელმძღვანელოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით, ასევე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ წესის მე -2 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.
3. განცხადების განხილვა ხდება ამ ბრძანების მე-3 –მე-5 მუხლებით გათვალისწინებული წესით.
3. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.
4. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი) განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, წარუდგენს რეკომენდაციას გარდა ამ მუხლის 41პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.41. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი აისახება ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 224/ნ
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი.“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის ბრძანება №91/ ნ - ვებგვერდი, 11.07.2013წ.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მ აგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი
მუხლი 1. წესის მიზანი🔗
1. ამ წესის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.
მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
31) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.
32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ცენტრი) მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
33. გამოცდის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ტესტური დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას. გამოცდის წარმატებულად ჩაბარება გულისხმობს ტესტში, გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.
34. გამოცდა ტარდება ამ პუნქტით დადგენილი პირობების და გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:
ა) გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ;
ბ) გამოცდა ტარდება ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;
გ) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ;
დ) გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ცენტრი ქმნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ და გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზას.
35. სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს, გამოცდაში მონაწილე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის თაობაზე ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი).
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
6. ცენტრში განცხადებით მიმართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ცენტრში.
7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს ან სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს.
8. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
9. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:
ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
ე.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი.
10. მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
11. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
12. ცენტრი, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის/საქართველოში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტის გამოცემისთანავე, ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 189/ ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №151/ნ - ვებგვერდი, 12.11.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 ივნისის ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა🔗
1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.
2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.
4. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი) განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, წარუდგენს რეკომენდაციას გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
41. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.
41. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი აისახება ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის ბრძანება №36/ ნ - ვებგვერდი , 18.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
მუხლი 4. გარდამავალი დებულებები🔗
გამოცდების ცენტრი გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2019 წლიდან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, №224/ნ, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016261 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545043-6/