1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევისთანავე.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე.
3. ნოტარიუსი ვალდებულია:
ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმედებათა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები;
ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გადახდილი საზღაურის ოდენობა.
4. ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზღაურის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი;
გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამართი;
დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდენობა;
ვ) ამ წესის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზღაურის გადახდევინება.
5. ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანოტარო საქმის წარმოებას.
6. ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული საზღაურის განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგილას.
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.05.2022
მუხლი 5. საზღაურის გადახდევინების ვადა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან
- მუხლი 1. მოქმედების სფერო
- მუხლი 2. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება
- მუხლი 3. საზღაურის ოდენობა
- მუხლი 4. სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი
- მუხლი 8. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა
- მუხლი 9. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის, მისი ნაწილების შეერთების და უძრავი ნივთების გაერთიანებისას
- მუხლი 10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/12/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №507, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549252/muxli-5/