მუხლი 1🔗
ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1800-1768(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2014
კანონის 1-ლი, 4.2 მუხლების მოთხოვნის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა ინვალიდობის მიზეზის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ.
- საქმე №ას-92-87-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების…
- საქმე №ბს-1006-960(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2007
…მასალებიდან გარკვევით ჩანს, რომ რ. მ-ი არის სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული საერთო დაავადების საფუძველზე დაინვალიდებული პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანოებიდან წარმოდგენილი აქვს შესაბამისი დასკვნა. “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანო წარმოადგენს ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსს, ამასთან დაკავშირებით ადგენს მიზეზობრივ კავშირს.
- საქმე №330310019002832962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება