2. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
3. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წამყვან პოზიციად ითვლება განსაზღვროს პირის სამედიცინო და სოციალური სტატუსის დარღვევა ან მისი დაკარგვის ხარისხი, გამოავლინოს მათი შენარჩუნების უნარი და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-293(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2026
…ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, (1) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობის სფერო და მოიცავს სამედიცინო–ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს;
- საქმე №2კ-36-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.09.2024
…ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. 14.1. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის…
- საქმე №2კ-208აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2023
…ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. 11. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის…
- საქმე №ას-322-303-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2014
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა…
- საქმე №ბს-1800-1768(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2014
კანონის 1-ლი, 4.2 მუხლების მოთხოვნის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა ინვალიდობის მიზეზის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ.
- საქმე №ას-92-87-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №330210018002731173 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №330210017002150927 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
- საქმე №100310019003163242 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №330310019002832962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330210018002731173 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2019
- საქმე №330210018002463056 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330210018002566946 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება