მუხლი 5🔗
პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრასა და სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-293(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2026
…მათი შენარჩუნების უნარი და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომას. ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრასა და სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება.
- საქმე №ას-322-303-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2014
ექსპერტებს არ შეუსწავლიათ მოსარჩელის შრომითი პირობები და სხვა ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრულია „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლში და რომელთა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მოხდეს შრომის უნარის შეზღუდვის დადგენა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება