მუხლი 4. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიერ
1. დაინტერესებული პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ან/და ხმის უფლების ბოროტად გამოყენება ან/და ინსაიდერული ვაჭრობა ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
2. ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ნომინალური მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მანიპულაციაში მონაწილეობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. პირის მიერ ეროვნული ბანკის წერილობითი მოთხოვნის და მითითების შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზ
მთავარი მონაცემები
თანხა10000 ლარის
თანხა1000 ლარის
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №ას-180-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
…ანგარიშსწორების საერთაშორისო კოდზე - 3160, რომელზეც იქნა გატარებული თ.მ–ის მიერ საზოგადოების ანგარიშზე განხორციელებული შენატანები. აღნიშნული კოდი გულისხმობს საწარმოს ვალდებულებას პერსონალის, მათ შორის დირექტორის მიმართ. 13.2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი არის ეკონომიკური მოვლენის…
საქმე №ას-1008-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
…რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები. 24. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2 მუხლის თანახმად, სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ნატურალურ საზომ ერთეულებზე დაყრდნობით, განზოგადებულად, ფულად გამოსახულებაში, მათი ქრონოლოგიური, განუწყვეტელი და დოკუმენტური ასახვით;
საქმე №ას-864-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
…ემთხვევა საბანკო ამონაწერებით დასაქმებულის მიერ მიღებულ შემოსავლებს, ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არ ირკვევა მის შედგენაზე უფლებამოსილი პირიც და მტკიცებულებაზე არ არის აღნიშნული დირექტორისა და ბუღალტრის ხელმოწერა, მაშინ, როდესაც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმე №ას-527-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
…ემთხვევა საბანკო ამონაწერებით დასაქმებულის მიერ მიღებულ შემოსავლებს, ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არ ირკვევა მის შედგენაზე უფლებამოსილი პირიც და მტკიცებულებაზე არ არის აღნიშნული დირექტორისა და ბუღალტრის ხელმოწერა, მაშინ, როდესაც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმე №ას-449-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
…რომ სალაროს შემოსავლის ორდერი წარმოადგენს მოვალისგან თანხის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოვალის საბუღალტრო პროგრამაში შემდეგ აღირიცხება გადახდილი თანხები. მოსარჩელის ამ განმარტებაზე მოპასუხე არ დავობს. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად, „როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…აქტის ან მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება). მიღება-ჩაბარების აქტი არის ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი არის ეკონომიკური მოვლენის…
…დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.პ“ ქვეპუნქტი: „ა.პ) მიკრობანკი;“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებაზე. 9. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის ინიციირების…
გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 62. გარდაქმნის პირობები გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორის წილი უნდა იყოს იმ წილის პროპორციული, რომელიც მას ჰქონდა წინა სამეწარმეო საზოგადოებაში.
მუხლი 17. ინსაიდერული ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია— პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4, №35/04, 14.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1586410/muxli-4/