მუხლი 5. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო მოთხოვნებისა და სხვა წესების და
1. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული საწარმო ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.
3. საბროკერო კომპანიის მიერ ჩანაწერების წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თოთოეულ ფაქტზე.
4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესების დარღვევა გამოიწვევს რეგისტრატორის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიის, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ ამ წესში აღნიშნული დარღვევების გარდა სხვა მარეგულირებელი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზ
მთავარი მონაცემები
თანხა1000 ლარის
თანხა300 ლარის
თანხა2000 ლარის
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
საქმე №ას-1008-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.2 და 5.3 მუხლების თანახმად, სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ; სუბიექტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრული, სწორი და სამართლიანი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით და მე-7 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგება გარიგების დადებიდან ან ოპერაციის შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
მუხლი 18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევები— პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 8. საბროკერო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები— პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 5, №35/04, 14.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1586410/muxli-5/