მუხლი 6. ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი
1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
2. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტშ
ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით და მე-7 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგება გარიგების დადებიდან ან ოპერაციის შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6, №35/04, 14.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1586410/muxli-6/