სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №64
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ნოემბრის №698 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის დანერგვის მიზნით:
1. დამტკიცდეს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის თანდართული სტანდარტი.
2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა:
ა) რომლებიც უკვე ჩართულნი არიან საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში, მოიყვანონ თავიანთი პროგრამა თანდართულ სტანდარტთან შესაბამისობაში არა უგვიანეს 2012 წლის 1 აპრილისა ;
ბ) რომლებიც არ გამოიყენებენ საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემას, დანერგონ ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განახორციელონ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა დანერგოს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.
მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან.
საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტო დადგენილება №339 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
მუხლი 3. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა, არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინონ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის ჩართვის გრაფიკი.
მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2012 წლის 1 მაისამდე განახორციელოს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამების ურთიერთდაკავშირება და მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა.
მუხლი 5. ამ დადგენილების მოქმედება 2014 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება მხოლოდ №3 დანართით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებზე, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან – ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაზე.
მუხლი 6. ამ დადგენილების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სამსახურის ბიურომ.
მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტო დადგენილება №339 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
2
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №64
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ნოემბრის №698 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის დანერგვის მიზნით:🔗
მუხლი 1. „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ნოემბრის №698 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის დანერგვის მიზნით:🔗
1. დამტკიცდეს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის თანდართული სტანდარტი.
2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა:
ა) რომლებიც უკვე ჩართულნი არიან საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში, მოიყვანონ თავიანთი პროგრამა თანდართულ სტანდარტთან შესაბამისობაში არა უგვიანეს 2012 წლის 1 აპრილისა ;
ბ) რომლებიც არ გამოიყენებენ საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემას, დანერგონ ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განახორციელონ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა დანერგოს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.
მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან.🔗
მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან.🔗
საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტო დადგენილება №339 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტო დადგენილება №339 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 22.05.2018წ.
მუხლი 3. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა, არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინონ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის ჩართვის გრაფიკი.🔗
მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2012 წლის 1 მაისამდე განახორციელოს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამების ურთიერთდაკავშირება და მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა.🔗
მუხლი 5. ამ დადგენილების მოქმედება 2014 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება მხოლოდ №3 დანართით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებზე, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან – ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაზე.🔗
მუხლი 6. ამ დადგენილების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სამსახურის ბიურომ.🔗
მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
შეტანილი ცვლილებები:1. საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტო დადგენილება №339 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №64, 21.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 020060030.10.003.016737 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1595719-1/