საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№8/2012
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2012

201 2 წ ლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“30 -ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანის და განხილვის ინსტრუქცია.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18 /2010 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე     ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი           გ. მჭედლიძე

დანართი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქცია

საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადება/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

1​1. საოლქო საარჩევნო კომისიაში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია განცხადებებისა და საჩივრების მიღებასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე.

3. კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირდება საარჩევნო:

ა) უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

ბ) ყუთის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

4. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდი მოიცავს არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთს.

5 . საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივრის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად – ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი).

6 . განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №6/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

    მუხლი 2. გასაჩივრება

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“დადგენილ ვადებში, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის /საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2​1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით  განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელით – მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე – ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/ საჩივარი განუხილველი რჩება.

4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4 ​1. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.

5. (ამო ღებულია - 15.07.2021 №33/2021).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

    მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

 

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება № 10 /2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №38/2018 -  ვებგვერდი, 07.08.2018წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

      მუხლი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გ ასაჩივრება

საოლქო საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან  1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

    მუხლი 5. ცესკოს გადაწყვეტილების გა საჩივრება

ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

    მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილ ი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72 -ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

განცხადებაში/ საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაშ ი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

2. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 3 ​1. „თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია” და მიეთითება ზუსტი დრო.

4. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ ი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:

ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაშ ი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინ ფორმაცია.

5. კენჭისყრის დღეს განცხადებას/საჩივარს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით.

 5 ​1. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის მიერ ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი, თუ:

ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;

დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;

ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №10/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №38/2018 -  ვებგვერდი, 07.08.2018წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

    მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით  და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:

ა) ცესკო ს თავმჯდომარე ;

ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;

გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადება/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ” დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადება/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით .

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში. განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №  

1. ___________________________________  2. _______________________________________

      შედგენის თარიღი ( რიცხვი, თვე, წელი )                         შედგენის ადგილი

3. _____________________________________________________________________________

                                ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი/ან ორგანო

 

4. სამართალდამრღვევის   ა) ________________________ ბ) ____________________________

                                                        სახელი, გვარი                                  დაბადების თარიღი

 

გ) _____________________________ დ) ____________________________________________

                 მისამართი                                               პირად. დამ. დოკ. სერია და № ან პირადი №

_________________________________________________________________________________

იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელის მონაცემები

 

5. ________________________________________________________________________________

                                     სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი

___________________________________________________________________________________ 

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

--------------------------------------------------------- ----------------------------------- ---------- მუხლით

ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის -------------- მუხლით.

           

6. _______________________________________________________________________________

                           მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი

_________________________________________________________________________________

 

7. _______________________________________________________________________________

                  დაზარალებულის ( მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი

 

8. ოქმს თან ერთვის:    ____ ________________________________________________________

 

მოწმე ( მისი არსებობის შემთხვევაში):                                            _______________________

                                                                                                                              ხელმოწერა

დაზარალებული ( მისი არსებობის შემთხვევაში):                          ________________________

                                                                                                                               ხელმოწერა

____________________________________

      ოქმის შემდგენლის ხელმოწერა

 

 სამართალდამრღვევი: ___________________________________________________________

                                                   ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა

 

 

5. (ამოღებულია - 26.09.2016; №67/2016).

6. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლების მქონე პირის მიერ ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის დადგენილება №21/2012 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №43/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №67/2016 - ვებგვერდი, 26.09.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №28/2020 - ვებგვერდი, 02.09.2020წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

    მუხლი 8. კომისიის სხდომა

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისიის სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით, ცესკოს სხდომის დღის წესრიგი კი დამატებით განთავსდება ცესკოს ვებ-საიტზე, სხდომაზე განსახილველ საკითხთა მითითებით.

3. კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხების მითითებით და მათ წინასწარ ურიგდებათ დღის წესრიგის მასალები (მათ შორისб შემოსული განცხადებები/საჩივრები).

4. კომისიის სხდომას, საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, შეიძლება ესწრებოდნენ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, შესაბამისი კომისიის რეგლამენტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

6. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისი ა გადაწყვეტილებებ ს , რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ. 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

    მუხლი 9. საჯაროობა

1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

2. საქართველოს ორგანული კანონი თ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.

3. საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

    მუხლი 10. საჩივრის განხილვის პირობები და წესი

1. საარჩევნო კომისი აში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, საქართველოს ორგანული კანონი ს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნების შესაბამისად.

2. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტ ი ს დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 42 -ე მუხლის საფუძველზე.

4. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.

5. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნ ე ს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საჩივრის განხილვისათვის, საქართველოს ორგანული კანონი თ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონ ის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

7. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.

8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და განყოფილების უფროსი.

9. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.

10. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.

11. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

12. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

13. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.

14. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

15. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

16. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს ორგანული კანონი თ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

16​1. (ამოღებულია - 15.07.2021, №33/2021).

16​2. (ამოღებულია - 15.07.2021, №33/2021).

16​3. (ამოღებულია - 15.07.2021, №33/2021).

16​4. (ამოღებულია - 15.07.2021, №33/2021).

16​5. (ამოღებულია - 15.07.2021, №33/2021).

17. მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

18. მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს.

19 . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა; ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №38/2018 -  ვებგვერდი, 07.08.2018წ. 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №6/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
 

მუხლი 10​1. საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი

1. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან ცესკოს.

2. შესაბამისი სასამართლო ცესკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, რომელსაც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს ცესკოს ვებგვერდზე, თვალსაჩინოდ, შესაბამის ბანერზე: „სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ”.

3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსებაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

4. სასამართლო სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინებას  უგზავნის ცესკოს. არამატერიალური ფორმით განჩინების გამოგზავნა ხორციელდება ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: (ganchineba@cec.gov.ge).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №38/2018 -  ვებგვერდი, 07.08.2018წ. 

 

    მუხლი 11. საჩივრების რეესტრი

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე არსებულ საჩივრების რეესტრში (http://sachivrebi.cec.gov.ge/ ) ამომრჩევლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის საჩივრებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საარჩევნო პერიოდში თავსდება:

ა) ცესკოში შემოსული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ) ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ, ცესკოს მონაწილეობით გამართული, სასამართლო პროცესების შესახებ;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია;

დ) (ამოღებულია - 19.09.2019, №36/2019);

2. რეესტრში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა;

3. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ რეესტრში განთავსებული ინფორმაცია ვებ - მისამართის სავალდებულო მითითებით .

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ანთავსებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ათავსებს ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი დღისა.

6. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესაბამისი ინფორმაციის დროულ მიღებას.

7. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე პასუხიმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც განათავსებს ინფორმაციას.

8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება (გარდა შიდა აუდიტის განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საჩივრებისა), საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილებასთან ერთად.

9. რეესტრში ინფორმაციის განთავსება ხდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში და ხელმისაწვდომია შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან 5 წლის ვადაში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №29/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №36/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №6/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.

საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №15/2021 - ვებგვერდი, 31.05.2021 წ.

მუხლი 12. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის დროებითი წესი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტის, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით, 194-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:
ა) ცესკოს თავმჯდომარე;
ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;
გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადებას/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადების/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში, ხოლო 194-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების მიღებიდან 2 დღის ვადაში. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​​2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს, ხოლო 194-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
5. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლების მქონე პირის მიერ ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №28/2020 - ვებგვერდი, 02.09.2020წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №33/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №8/2012, 02.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1602635-13/