საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №8/2012
201 2 წ ლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“30
-ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანის და განხილვის ინსტრუქცია.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18 /2010 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქცია
საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადება/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია
1. საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
2. საარჩევნო კომისია განცხადებებისა და საჩივრების მიღებასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე.
3. კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირდება საარჩევნო:
ა) უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;
ბ) ყუთის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
4. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდი მოიცავს არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთს.
5 . საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივრის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად - სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
6 . განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 2. გასაჩივრება
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“დადგენილ ვადებში, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის /საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
21. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით შესაბამის საარჩევნო დავებზე განსაზღვრულ პირებს.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/სარჩელი/ საჩივარი განუხილველი რჩება.
4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4 1. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
5. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება № 10 /2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებ ები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გა საჩივრდება.
მუხლი 5. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასა ჩივრდება.
მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილ ი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72 -ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
განცხადებაში/ საჩივარში აღინიშნება:
ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაშ ი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
2. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
3 1. „თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია” და მიეთითება ზუსტი დრო.
4. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ ი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:
ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაშ ი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
5. კენჭისყრის დღეს განცხადებას/საჩივარს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 72 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი, თუ:
ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;
ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;
დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;
ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;
ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №10/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:
ა) ცესკო ს თავმჯდომარე ;
ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;
გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადება/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ” დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადება/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით .
4. განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 241-ე მუხლი). სასამართლო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე, მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები განიხილება 15 დღის ვადაში („საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. ___________________________________ 2.____________________________________________
შედგენის თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ) შედგენის ადგილი
3. _________________________________________________________________________________
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი/ან ორგანო
4. სამართალდამრღვევის ა ) _________________________ ბ ) _____________________________
სახელი , გვარი დაბადების თარიღი
გ ) _____________________________ დ ) ______________________________________________
მისამართი პირად . დამ . დოკ . სერია და № ან პირადი №
_____________________________________________________________________________________
იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება , იურიდიული მისამართი , ხელმძღვანელის მონაცემები
5. ____________________________________________________________________________________
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო , არსი
___________________________________________________________________________________ ___
______________________________________________________________________________________

რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო
კოდექსის”
--------------------------------------------------------- ----------------------------------- ---------- მუხლით
ან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა კოდექსის“-------------- მ უხლით.
6. __________________________________________________________________________________
მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი
____________________________________________________________________________________
7. __________________________________________________________________________________
დაზარალებულის ( მისი არსებობის შემთხვევაში ) სახელი , გვარი და მისამართი
8. ოქმს თან ერთვის : ____ __________________________________________________________
მოწმე ( მისი არსებობის შემთხვევაში ) : _______________________
ხელმოწერა
დაზარალებული ( მისი არსებობის შემთხვევაში ) : ________________________
ხელმოწერა
____________________________________
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა
სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________
ხელმოწერა , ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
5. (ამოღებულია - 26.09.2016; №67/2016).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის დადგენილება №21/2012 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №43/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №67/2016 - ვებგვერდი, 26.09.2016წ.
მუხლი 8. კომისიის სხდომა
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით, ცესკოს სხდომის დღის წესრიგი კი დამატებით განთავსდება ცესკოს ვებ-საიტზე, სხდომაზე განსახილველ საკითხთა მითითებით.
3. კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხების მითითებით და მათ წინასწარ ურიგდებათ დღის წესრიგის მასალები (მათ შორისб შემოსული განცხადებები/საჩივრები).
4. კომისიის სხდომას, საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, შეიძლება ესწრებოდნენ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.
5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, შესაბამისი კომისიის რეგლამენტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
6. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისი ა გადაწყვეტილებებ ს , რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.
მუხლი 9. საჯაროობა
1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.
2. საქართველოს ორგანული კანონი თ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.
3. საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 10. საჩივრის განხილვის პირობები და წესი
1. საარჩევნო კომისი აში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, საქართველოს ორგანული კანონი ს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.
3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტ ი ს დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 42 -ე მუხლის საფუძველზე.
4. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.
5. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნ ე ს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. საჩივრის განხილვისათვის, საქართველოს ორგანული კანონი თ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონ ის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
7. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.
8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.
9. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.
10. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.
11. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
12. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
13. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.
14. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
15. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
16. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს ორგანული კანონი თ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
161. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განმცხადებელს/მომჩივანს ეცნობება დაუყოვნებლივ. განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას განმცხადებელი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება. განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
162. თუ საჩივარში არ არის მითითებული ამ მუხლის მე-161 პუნქტში აღნიშნული მხარესთან დაკავშირებული არცერთი ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საარჩევნო კომისიის შენობაში (ცესკოს შემთხვევაში – ცესკოს ვებგვერდზე) და აღნიშნული ჩაითვლება მხარისათვის ცნობად.
163. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მისი მიღებისთანავე, ქვეყნდება შესაბამისი კომისიის შენობაში (ცესკოში – ცესკოს ვებგვერდზე).
164. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე მხარისათვის ცნობასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი.
165. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტის ფორმას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. ამ მუხლით განსაზღვრულ შეტყობინების აქტს ცესკოში ადგენს და ხელს აწერს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – ამავე კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.
17. მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.
18. მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს.
19 . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა; ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
მუხლი 101. საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი
1. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან ცესკოს.
2. შესაბამისი სასამართლო ცესკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, რომელსაც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს ცესკოს ვებგვერდზე, თვალსაჩინოდ, შესაბამის ბანერზე: „სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ”.
3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსებაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
4. სასამართლო სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინებას უგზავნის ცესკოს. არამატერიალური ფორმით განჩინების გამოგზავნა ხორციელდება ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: (ganchineba@cec.gov.ge).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 11. საჩივრების რეესტრი
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე არსებულ საჩივრების რეესტრში (http://sachivrebi.cec.gov.ge/ ) ამომრჩევლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის საჩივრებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საარჩევნო პერიოდში თავსდება:
ა) ცესკოში შემოსული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ, ცესკოს მონაწილეობით გამართული, სასამართლო პროცესების შესახებ;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია;
დ) (ამოღებულია - 19.09.2019, №36/2019);
2. რეესტრში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა;
3. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ რეესტრში განთავსებული ინფორმაცია ვებ - მისამართის სავალდებულო მითითებით .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ანთავსებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი დღისა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ათავსებს ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი დღისა.
6. ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება უზრუნველყოფს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესაბამისი ინფორმაციის დროულ მიღებას.
7. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე პასუხიმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც განათავსებს ინფორმაციას.
8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებასთან ერთად.
9. რეესტრში ინფორმაციის განთავსება ხდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში და ხელმისაწვდომია შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან 5 წლის ვადაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №29/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №36/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.
+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისდადგენილება №8/2012
201 2 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30 -ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანის და განხილვის ინსტრუქცია.მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18 /2010 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.🔗
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქცია საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადება/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია🔗
1. საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 2. საარჩევნო კომისია განცხადებებისა და საჩივრების მიღებასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე. 3. კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირდება საარჩევნო: ა) უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე; ბ) ყუთის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე. 4. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდი მოიცავს არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთს.5 . საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივრის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად - სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
6 . განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. მუხლი 2. გასაჩივრება1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადებში, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის /საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
21. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით შესაბამის საარჩევნო დავებზე განსაზღვრულ პირებს.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/სარჩელი/ საჩივარი განუხილველი რჩება.
4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
41. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
5. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ. მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება № 10 /2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ. მუხლი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებასაოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გა საჩივრდება.
მუხლი 5. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასა ჩივრდება.
მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72 -ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
განცხადებაში/ საჩივარში აღინიშნება:
ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი; ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.2. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.31. „თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია” და მიეთითება ზუსტი დრო.
4. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:
ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი; ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია. 5. კენჭისყრის დღეს განცხადებას/საჩივარს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით51. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 72 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი, თუ: ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე; ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი; დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში; ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი; ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №10/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ. მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:ა) ცესკო ს თავმჯდომარე ;
ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი; გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადება/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ” დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადება/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით .
4. განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 241-ე მუხლი). სასამართლო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე, მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები განიხილება 15 დღის ვადაში („საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. ___________________________________ 2.____________________________________________
შედგენის თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ) შედგენის ადგილი
3. _________________________________________________________________________________ ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი/ან ორგანო4. სამართალდამრღვევის ა ) _________________________ ბ ) _____________________________
სახელი , გვარი დაბადების თარიღი
გ ) _____________________________ დ ) ______________________________________________
მისამართი პირად . დამ . დოკ . სერია და № ან პირადი №
_____________________________________________________________________________________იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება , იურიდიული მისამართი , ხელმძღვანელის მონაცემები
5. ____________________________________________________________________________________სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო , არსი
___________________________________________________________________________________ ___
______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის”--------------------------------------------------------- ----------------------------------- ---------- მუხლით
ან „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა კოდექსის“ -------------- მ უხლით.
6. __________________________________________________________________________________ მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი ____________________________________________________________________________________ 7. __________________________________________________________________________________დაზარალებულის ( მისი არსებობის შემთხვევაში ) სახელი , გვარი და მისამართი
8. ოქმს თან ერთვის : ____ __________________________________________________________
მოწმე ( მისი არსებობის შემთხვევაში ) : _______________________
ხელმოწერადაზარალებული ( მისი არსებობის შემთხვევაში ) : ________________________
ხელმოწერა ____________________________________ოქმის შემდგენლის ხელმოწერა
სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________
ხელმოწერა , ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
5. (ამოღებულია - 26.09.2016; №67/2016). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის დადგენილება №21/2012 - ვებგვერდი, 21.06.2012წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №43/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №67/2016 - ვებგვერდი, 26.09.2016წ. მუხლი 8. კომისიის სხდომა 1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2. საარჩევნო კომისიის სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით, ცესკოს სხდომის დღის წესრიგი კი დამატებით განთავსდება ცესკოს ვებ-საიტზე, სხდომაზე განსახილველ საკითხთა მითითებით.3. კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხების მითითებით და მათ წინასწარ ურიგდებათ დღის წესრიგის მასალები (მათ შორისб შემოსული განცხადებები/საჩივრები).
4. კომისიის სხდომას, საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, შეიძლება ესწრებოდნენ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. 5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, შესაბამისი კომისიის რეგლამენტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.6. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს , რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. მუხლი 9. საჯაროობა 1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.2. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.
3. საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. მუხლი 10. საჩივრის განხილვის პირობები და წესი1. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტი ს დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 42 -ე მუხლის საფუძველზე.
4. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.5. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნე ს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. საჩივრის განხილვისათვის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით; ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.). 7. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.
9. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.10. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.
11. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. 12. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს. 13. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.14. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
15. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.16. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
161. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განმცხადებელს/მომჩივანს ეცნობება დაუყოვნებლივ. განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით; ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას განმცხადებელი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება. განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).162. თუ საჩივარში არ არის მითითებული ამ მუხლის მე-161 პუნქტში აღნიშნული მხარესთან დაკავშირებული არცერთი ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საარჩევნო კომისიის შენობაში (ცესკოს შემთხვევაში – ცესკოს ვებგვერდზე) და აღნიშნული ჩაითვლება მხარისათვის ცნობად.
163. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მისი მიღებისთანავე, ქვეყნდება შესაბამისი კომისიის შენობაში (ცესკოში – ცესკოს ვებგვერდზე).
164. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე მხარისათვის ცნობასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი.
165. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტის ფორმას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. ამ მუხლით განსაზღვრულ შეტყობინების აქტს ცესკოში ადგენს და ხელს აწერს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – ამავე კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.
17. მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით. 18. მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს.19 . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა; ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.მუხლი 101. საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი🔗
1. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან ცესკოს. 2. შესაბამისი სასამართლო ცესკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, რომელსაც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს ცესკოს ვებგვერდზე, თვალსაჩინოდ, შესაბამის ბანერზე: „სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ”. 3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსებაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 4. სასამართლო სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინებას უგზავნის ცესკოს. არამატერიალური ფორმით განჩინების გამოგზავნა ხორციელდება ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: (ganchineba@cec.gov.ge). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ. მუხლი 11. საჩივრების რეესტრი1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე არსებულ საჩივრების რეესტრში (http://sachivrebi.cec.gov.ge/ ) ამომრჩევლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის საჩივრებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საარჩევნო პერიოდში თავსდება:
ა) ცესკოში შემოსული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ, ცესკოს მონაწილეობით გამართული, სასამართლო პროცესების შესახებ;გ) საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია;
დ) საუბნო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია.
2. რეესტრში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა;
3. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ რეესტრში განთავსებული ინფორმაცია ვებ - მისამართის სავალდებულო მითითებით .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ანთავსებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი დღისა.5. ამ მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ათავსებს ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილება“, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი დღისა.
6. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილება უზრუნველყოფს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესაბამისი ინფორმაციის დროულ მიღებას .
8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილებასთან ერთად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №29/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ.
+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №8/2012
201 2 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30 -ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანის და განხილვის ინსტრუქცია.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18 /2010 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.🔗
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქცია
საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადება/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია🔗
1. საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
2. საარჩევნო კომისია განცხადებებისა და საჩივრების მიღებასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე.
3. კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირდება საარჩევნო:
ა) უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;
ბ) ყუთის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
4. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდი მოიცავს არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთს.
5 . საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივრის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად - სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
6 . განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 2. გასაჩივრება🔗
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადებში, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის /საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
21. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით შესაბამის საარჩევნო დავებზე განსაზღვრულ პირებს.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/სარჩელი/ საჩივარი განუხილველი რჩება.
4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
41. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
5. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება🔗
1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება № 10 /2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება🔗
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გა საჩივრდება.
მუხლი 5. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება🔗
ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასა ჩივრდება.
მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე🔗
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72 -ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
განცხადებაში/ საჩივარში აღინიშნება:
ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
2. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
31. „თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია” და მიეთითება ზუსტი დრო.
4. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:
ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
5. კენჭისყრის დღეს განცხადებას/საჩივარს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით
51. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 72 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი, თუ:
ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;
ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;
დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;
ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;
ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №10/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:
ა) ცესკო ს თავმჯდომარე ;
ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;
გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადება/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ” დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადება/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით .
4. განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 241-ე მუხლი). სასამართლო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე, მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები განიხილება 15 დღის ვადაში („საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის 79-ე, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში. განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. ___________________________________ 2.____________________________________________
შედგენის თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ) შედგენის ადგილი
3. _________________________________________________________________________________
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი/ან ორგანო
4. სამართალდამრღვევის ა ) _________________________ ბ ) _____________________________
სახელი , გვარი დაბადების თარიღი
გ ) _____________________________ დ ) ______________________________________________
მისამართი პირად . დამ . დოკ . სერია და № ან პირადი №
_____________________________________________________________________________________
იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება , იურიდიული მისამართი , ხელმძღვანელის მონაცემები
5. ____________________________________________________________________________________
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო , არსი
___________________________________________________________________________________ ___
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო
კოდექსის”
--------------------------------------------------------- ----------------------------------- ---------- მუხლით
ან „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა კოდექსის“ -------------- მ უხლით.
6. __________________________________________________________________________________
მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი
____________________________________________________________________________________
7. __________________________________________________________________________________
დაზარალებულის ( მისი არსებობის შემთხვევაში ) სახელი , გვარი და მისამართი
8. ოქმს თან ერთვის : ____ __________________________________________________________
მოწმე ( მისი არსებობის შემთხვევაში ) : _______________________
ხელმოწერა
დაზარალებული ( მისი არსებობის შემთხვევაში ) : ________________________
ხელმოწერა
____________________________________
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა
სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________
ხელმოწერა , ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
5. (ამოღებულია - 26.09.2016; №67/2016).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის დადგენილება №21/2012 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №43/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №67/2016 - ვებგვერდი, 26.09.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №28/2020 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
მუხლი 8. კომისიის სხდომა🔗
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით, ცესკოს სხდომის დღის წესრიგი კი დამატებით განთავსდება ცესკოს ვებ-საიტზე, სხდომაზე განსახილველ საკითხთა მითითებით.
3. კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხების მითითებით და მათ წინასწარ ურიგდებათ დღის წესრიგის მასალები (მათ შორისб შემოსული განცხადებები/საჩივრები).
4. კომისიის სხდომას, საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, შეიძლება ესწრებოდნენ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.
5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, შესაბამისი კომისიის რეგლამენტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
6. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს , რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 9. საჯაროობა🔗
1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.
2. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.
3. საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 10. საჩივრის განხილვის პირობები და წესი🔗
1. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.
3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტი ს დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 42 -ე მუხლის საფუძველზე.
4. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.
5. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნე ს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. საჩივრის განხილვისათვის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
7. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.
8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.
9. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.
10. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.
11. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
12. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
13. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.
14. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
15. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
16. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
161. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განმცხადებელს/მომჩივანს ეცნობება დაუყოვნებლივ. განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას განმცხადებელი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება. განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
162. თუ საჩივარში არ არის მითითებული ამ მუხლის მე-161 პუნქტში აღნიშნული მხარესთან დაკავშირებული არცერთი ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საარჩევნო კომისიის შენობაში (ცესკოს შემთხვევაში – ცესკოს ვებგვერდზე) და აღნიშნული ჩაითვლება მხარისათვის ცნობად.
163. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მისი მიღებისთანავე, ქვეყნდება შესაბამისი კომისიის შენობაში (ცესკოში – ცესკოს ვებგვერდზე).
164. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე მხარისათვის ცნობასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი.
165. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტის ფორმას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. ამ მუხლით განსაზღვრულ შეტყობინების აქტს ცესკოში ადგენს და ხელს აწერს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – ამავე კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.
17. მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.
18. მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს.
19 . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა; ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №24/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 101. საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი🔗
1. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან ცესკოს.
2. შესაბამისი სასამართლო ცესკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, რომელსაც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს ცესკოს ვებგვერდზე, თვალსაჩინოდ, შესაბამის ბანერზე: „სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ”.
3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსებაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
4. სასამართლო სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინებას უგზავნის ცესკოს. არამატერიალური ფორმით განჩინების გამოგზავნა ხორციელდება ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: (ganchineba@cec.gov.ge).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №38/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 11. საჩივრების რეესტრი🔗
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე არსებულ საჩივრების რეესტრში (http://sachivrebi.cec.gov.ge/ ) ამომრჩევლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის საჩივრებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საარჩევნო პერიოდში თავსდება:
ა) ცესკოში შემოსული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ, ცესკოს მონაწილეობით გამართული, სასამართლო პროცესების შესახებ;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია;
დ) (ამოღებულია - 19.09.2019, №36/2019);
2. რეესტრში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა;
3. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ რეესტრში განთავსებული ინფორმაცია ვებ - მისამართის სავალდებულო მითითებით .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ანთავსებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი დღისა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ათავსებს ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი დღისა.
6. ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება უზრუნველყოფს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესაბამისი ინფორმაციის დროულ მიღებას.
7. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე პასუხიმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც განათავსებს ინფორმაციას.
8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებასთან ერთად.
9. რეესტრში ინფორმაციის განთავსება ხდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში და ხელმისაწვდომია შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან 5 წლის ვადაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №4/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №29/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №36/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.
მუხლი 12. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის დროებითი წესი🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით, 194-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:
ა) ცესკოს თავმჯდომარე;
ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;
გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადებას/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადების/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის 79-ე, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში, ხოლო 194-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების მიღებიდან 2 დღის ვადაში. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს, ხოლო 194-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №28/2020 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №8/2012, 02.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1602635-9/