საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10/2012
201 2 წ ლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება“.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №5/2011 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის(პირობების) დამტკიცების შესახებ “.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 მარტიდან.
კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” შესაბამისად და განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზების საკითხებს, ჩატარების წესსა და კონკურსის პირობებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
3. ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.
მუხლი 2. კონკურსის მიზანი, ამოცანები და ჩატარების პრინციპები
1. კონკურსის მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევ მაღალკვალიფიციურ პირთა შერჩევა.
2. კონკურსის ამოცან ას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო ბე ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
თავი II
საკონკურსო კომისია
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 12 წევრი.
მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი
საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 5. შესარჩევნი კონკურსის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ცესკო განკარგულებით ქმნის შესარჩევი კონკურსის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნო იქმნება ცესკოს აპარატის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
3. სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს კონკურსის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და რეგისტრაციას;
ბ) რეგისტრაციის შემთხვევაში შესარჩევი კონკურსის სამდივნო გასცემს საკონკურსო ფურცელს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სარეგისტრაციო ნომერი;
გ) წარუდგენს საკონკურსო კომისიას კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას საბუთების მისაღებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ;
დ) უზრუნველყოფს შესაბამისი პირის წერილობით ინფორმირებას კონკურსის შედეგების თაობაზე.
4. სამდივნოს საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს მიერ დანიშნული ცესკოს წევრი.
5. სამდივნოს უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.
თავი III
კონკურსი
მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსის გამოცხადება ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების მიზნით.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
3. კონკურსი ცხადდება და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების თარიღები დგინდება ცესკოს განკარგულებით.
4. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე (www.cec.gov.ge).
5. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, ვაკანსიის რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ბ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
დ) საკონკურსო კომისიის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
6. კანდიდატი კონკურსში მონაწილედ ჩაითვლება ამ დებულების შესაბამისად სამდივნოში საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის შემდეგ.
7. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით) ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.
8. ცესკო კანდიდატთა საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, აქვეყნებს კანდიდატთა სიას ცესკოს ვებგვერდის საშუალებით.
მუხლი 7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განცხადების შევსებული ფორმა ( დანართი №1);
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.
3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.
4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
5. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს მის მიერ წარმოდგენილი განცხადება.
6. კანდიდატს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ პირმა განცხადება შეიტანა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ერთზე მეტ არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მისი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.
7. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა უნდა დაუბრუნდეს.
8. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგენს სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას, სამდივნოს გადაწყვეტილებით იგი მოიხსნება კონკურსიდან.
თავი IV
კონკურსის ჩატარების პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის წესი
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს კომისიის სხდომაზე.
2. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს ცესკო ირჩევს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში).
3. ცესკო კანდიდატთა დაუსწრებლად წყვეტს ყოველი კანდიდატის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
4. ცესკოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება.
5. ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევისას უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 9. კენჭისყრა
1. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.
2. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე.
4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
5. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან, მათ შორის, უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.
6. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი, მათ შორის, გამარჯვებულის გამოსავლენად.
7. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება.
8. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.
9. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
10. ცესკოს გადაწყვეტილება ფორმდება ცესკოს განკარგულებით, რომელიც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 10. კონკურსის შედეგი
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის წევრადაც იგი აირჩა.
2. ცესკოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და არჩეული წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს:
ა) განცხადება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-20 მუხლის მე-18 პუნქტით გათავლისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ბ) შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა - დეკლარაცია;
გ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ;
დ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ”-„დ” ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ცესკოს მიერ არჩევნების პერიოდში არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებზე.
5. კონკურსის დასრულებიდან 24 საათის ვადაში ცესკო ვებგვერდის (www.cec.gov.ge) საშუალებით აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა სიას.
მუხლი 11. ხელახალი კონკურსი
1. თუ კონკურსის შედეგად ერთ ან მეტ საოლქო საარჩვენო კომისიაში ყველა ვაკანსია არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.
2. ხელახალი კონკურსი ტარდება ამ დებულებით დადგენილი პირობებით.
მუხლი 12. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლა
1. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-5 მუხლით დადგენილი ნორმები.
მუხლი 13. დავები კონკურსთან დაკავშირებით
კონკურსთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10/2012
201 2 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება“.🔗

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №5/2011 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის(პირობების) დამტკიცების შესახებ “.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №5/2011 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის(პირობების) დამტკიცების შესახებ“.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.🔗

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 მარტიდან.🔗
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 მარტიდან.🔗
კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს კანონის „ საჯარო სამსახურის შესახებ” შესაბამისად და განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზების საკითხებს, ჩატარების წესსა და კონკურსის პირობებს.
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად და განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზების პროცედურებს, ჩატარების წესსა და კონკურსის პირობებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
3. ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.
3. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/2016 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №15/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
მუხლი 2. კონკურსის მიზანი, ამოცანები და ჩატარების პრინციპები🔗
1. კონკურსის მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევ მაღალკვალიფიციურ პირთა შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო ბე ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/201 6 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
საკონკურსო კომისია
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა🔗
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 12 წევრი.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 11 წევრი.
მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №54/2017 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი🔗
საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 5. შესარჩევნი კონკურსის სამდივნო🔗
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ცესკო განკარგულებით ქმნის შესარჩევი კონკურსის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ცესკო განკარგულებით ქმნის საკონკურსო კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნო იქმნება ცესკოს აპარატის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
2. სამდივნო იქმნება ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე დეპარტამენტის უფროსი.
3. სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს კონკურსის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და რეგისტრაციას;
ა) უზრუნველყოფს კონკურსის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და კანდიდატთა რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში;
ბ) რეგისტრაციის შემთხვევაში შესარჩევი კონკურსის სამდივნო გასცემს საკონკურსო ფურცელს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სარეგისტრაციო ნომერი;
გ) წარუდგენს საკონკურსო კომისიას კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას საბუთების მისაღებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ;
დ) უზრუნველყოფს შესაბამისი პირის წერილობით ინფორმირებას კონკურსის შედეგების თაობაზე.
4. სამდივნოს საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს მიერ დანიშნული ცესკოს წევრი.
5. სამდივნოს უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/201 6 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №15/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
კონკურსი
მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება🔗
1. კონკურსის გამოცხადება ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების მიზნით.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
3. კონკურსი ცხადდება და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების თარიღები დგინდება ცესკოს განკარგულებით.
4. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე (www.cec.gov.ge).
4. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე (www.cec.gov.ge) და ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში.
5. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, ვაკანსიის რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელებას, ვაკანსიის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ბ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები;
ბ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნებს;
გ) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
გ) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
დ) საკონკურსო კომისიის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
დ) საკონკურსო კომისიის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს).
6. კანდიდატი კონკურსში მონაწილედ ჩაითვლება ამ დებულების შესაბამისად სამდივნოში საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის შემდეგ.
7. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით) ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.
8. ცესკო კანდიდატთა საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, აქვეყნებს კანდიდატთა სიას ცესკოს ვებგვერდის საშუალებით.
მუხლი 7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/2016 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №15/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
მუხლი 7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები🔗
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებითა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განცხადების შევსებული ფორმა ( დანართი №1);
ა) განცხადების შევსებული ფორმა (დანართი №1);
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი ;
დ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.
ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.
3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.
4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე;
გ) ხელახალი კონკურსის შემთხვევაში - კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები - კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
5. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს მის მიერ წარმოდგენილი განცხადება.
6. კანდიდატს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ პირმა განცხადება შეიტანა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ერთზე მეტ არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მისი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.
7. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა უნდა დაუბრუნდეს.
8. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგენს სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას, სამდივნოს გადაწყვეტილებით იგი მოიხსნება კონკურსიდან.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს / დაინიშნოს :
ა) პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა);
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 23 მარტის დადგენილება №9/2015 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/2016 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №44 /2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №19/2017 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №34/2018 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
კონკურსის ჩატარების პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის წესი🔗
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს კომისიის სხდომაზე.
2. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს ცესკო ირჩევს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში).
21. ხელახალი კონკურსის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის დასრულებიდან 14 დღის ვადაში (ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები, კონკურსის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში).
3. ცესკო კანდიდატთა დაუსწრებლად წყვეტს ყოველი კანდიდატის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
4. ცესკოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება.
5. ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევისას უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 23 მარტის დადგენილება №9/2015 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
მუხლი 81. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესის საჯაროობის ღონისძიებები🔗
1. უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის, მათი არჩევის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტითა და ამ მუხლით განსაზღვრული წესების დაცვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ პირთა გარდა, ასეევე შეიძლება დაესწრონ და არჩევის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თუ მათ გააჩნიათ ამ კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე (გარდა რიგგარეშე არჩევნებისა) დაკვირვების გამოცდილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსზღვრულ ცესკოს სხდომასა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესზე დაკვირვების მიზნით, ის არასამეწარეო (არაკომერცილი) იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პირობებს, წერილობითი განცხადებით მიმართავენ სამდივნოს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევისათვის კანონით დადგენილ საწყის ვადამდე, 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. სამდივნო ცესკოს ვებვერდზე აქვეყნებს უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციას, კონკურსანტთა არჩევის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი თარიღებისა და დაკვირვებისათვის განცხადების წარმოდგენისათვის შესაბამისი თარიღების შესახებ.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირები (კონკურის გამართვის დროს, მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსისა და მათი არჩევის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს აკვირდებიან ცესკოს სხდომაზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და წესით.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის, მოწვეული ცესკოს სხდომის საკითხის განხილვას შეიძლება ერთდროულად აკვირდებოდეს არაუმეტეს 7 დამკვირვებლისა. ერთი და იგივე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მხოლოდ ერთ დამკვირვებელს აქვს უფლება ერთდროულად იმყოფებოდეს ამ მუხლით განსაზღვრული საკითხების განხილვის მიზნით მოწვეულ ცესკოს სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამდივნოს განცხადებით მიმართა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ.
6. თუ დამკვირვებელთა რაოდენობა 7-ზე მეტი აღმოჩნდა, ცესკოს სხდომის გამართვამდე 1 კალენდარული დღით ადრე, რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციები შეთანხმდებიან დამსწრეთა განსაზღვრაზე და აცნობებენ სამდივნოს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ცესკოს სხდომაზე, საკითხის განხილვამდე ტარდება წილისყრა ამ დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის დამკვირვებელთა გამოვლენის მიზნით.
7. დამკვირვებელს ეკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის პროცესში ჩარევა. საარჩევნო კომისიისთვის არჩევის პროცესში ჩარევისა ან/და ხელის შეშლის შემთხვევაში, დამკვირვებელი დათხოვნილი იქნება ცესკოს სხდომათა დარბაზიდან, რის შესახებაც გადაწყვეტილება აღინიშნება სხდომის ოქმში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/2016 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
მუხლი 9. კენჭისყრა🔗
1. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.
2. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე.
4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
5. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან, მათ შორის, უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.
6. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი, მათ შორის, გამარჯვებულის გამოსავლენად.
7. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება.
8. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.
9. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
10. ცესკოს გადაწყვეტილება ფორმდება ცესკოს განკარგულებით, რომელიც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 10. კონკურსის შედეგი🔗
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის წევრადაც იგი აირჩა.
2. ცესკოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და არჩეული წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს:
ა) განცხადება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-20 მუხლის მე-18 პუნქტით გათავლისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ბ) შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა - დეკლარაცია;
ბ) (ამოღებულია - 11.04.2013, № 15);
გ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ;
გ) (ამოღებულია - 11.04.2013, № 15);
დ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ”-„დ” ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ცესკოს მიერ არჩევნების პერიოდში არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ცესკოს მიერ არჩევნების პერიოდში არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებზე.
5. კონკურსის დასრულებიდან 24 საათის ვადაში ცესკო ვებგვერდის (www.cec.gov.ge) საშუალებით აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა სიას.
მუხლი 11. ხელახალი კონკურსი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 11 აპრილის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 12.04.2013წ.
მუხლი 101. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადების ათვლა🔗
1. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების კანონით დადგენილი 5 წლიანი ვადის ათვლა იწყება, წინამორბედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან და სრულდება მისი უფლებამოსილების კანონით დადგენილი ვადის დასრულების დღეს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულების ამოქმედების ვადის განსაზღვრისას, განკარგულებაში საჭიროებისამებრ მითითებულ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისი თარიღი.
3. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების შესრულების, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის დაწყებისა და კომისიაში საქმიანობისათვის ანაზღაურების მიღების ვადა, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის აითვლება მათი არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულების ამოქმედების დღიდან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება №31/2015 - ვებგვერდი, 17.06.2015წ.
მუხლი 11. ხელახალი კონკურსი🔗
1. თუ კონკურსის შედეგად ერთ ან მეტ საოლქო საარჩვენო კომისიაში ყველა ვაკანსია არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.
2. ხელახალი კონკურსი ტარდება ამ დებულებით დადგენილი პირობებით.
მუხლი 12. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლა🔗
1. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-5 მუხლით დადგენილი ნორმები.
მუხლი 13. დავები კონკურსთან დაკავშირებით🔗
კონკურსთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
კონკურსთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის დადგენილება №2/201 6 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“, №10/2012, 02.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.15.008.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1602674-8/