საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2012 ბოლო ცვლილება 21.04.2017
ნომერი
№2-51
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 51

2012 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გოროზია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს  კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და   ამოცანებია:

ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;

ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის   კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და ღონისძიებათა განხორციელებისას სახელმწიფო ზედამხედველობაში მონაწილეობა. სასოფლო - სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის მართვა;

გ) მოქალაქეთა, ასევე სხვადასხვა უწყებათა განცხადებების დროული განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების დადგენილ ვადაში მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება - მოვალეობათა განხორციელება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებს;

ე) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;

ვ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებს;

ზ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

4. დეპარტამენტის უფროსს  ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

 ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;

გ) პასუხისმგებელია მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;

ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

7. სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს მოხელეთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ე) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;

ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ;

ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარატმენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

8. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მელიორაციის სამმართველო;                                           

ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 5. მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. მელიორაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) (ამოღებულია - 12.06.2013, №2-143);

გ) მელიორაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად, სხვადასხვა სამთავრობო და უწყებრივი (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში) გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღება, სისტემატიზირება და დამუშავება;

გ​1) უფლებამოსილების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მმართველი პირის უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) ქვეყნის ან ცალკეული რეგიონების მასშტაბით პრიორიტეტულად გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტით ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს (სამინისტროს) მიერ მოზიდული სახსრებით განსახორციელებელი პრიორიტეტული სამელიორაციო სისტემებისა და ცალკეული ობიექტების განსაზღვრა, შპს „გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;

ზ) (ამოღებულია - 12.06.2013, №2-143);

თ) (ამოღებულია - 12.06.2013, №2-143);

ი) (ამოღებულია - 12.06.2013, №2-143);

კ) (ამოღებულია - 12.06.2013, №2-143);

ლ) (ამოღებულია - 12.06.2013, №2-143);

ლ​1) კომპეტენციის შესაბამისად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას   განეკუთვნება:

ა) სასოფლო - სამეურნეო სავარგულების გეოინფორმაციული სისტემის დანერგვისათვის წინადადებების შემუშავება და სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება, მათ შორის: სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებისა და სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი მონაცემთა ბანკის შექმნა;

ბ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და კონსოლიდაციის   მიზნით, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების, საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

  გ) ნიადაგურ - კლიმატური პირობების შესაბამისი სასოფლო - სამეურნეო კულტურათა სწორი განლაგებისათვის რეკომენდაციების   გაცემა.

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორცილება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-51, 27.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016063 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1621348-1/