სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2012 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016788
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცი ისა და აღჭურვ ის 2012 წლის სახელმწიფო  პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა და 39 -ე მუხლის მე‑ 2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                   ნ . გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №126 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.

3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და განვითარება .

    მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

1. სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს:

ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს;

ბ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობას.

2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვასა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებს, 1 რეანომობილის, 2  ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვას.

3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.

4. ადმინისტრირების კომპონენტი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №126 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 1 8 .04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

    მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია 

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა, გარდა ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებისა, განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებების შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნ ქ ტითა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის​ მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 1 8 .04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 12 000 ათასი ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

№

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება ათას ლარ ობ ი თ

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაცი ის/რეკონსტრუქციის კომპონენტი

10,639.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

6,389.0

ბ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა

4,250.0

2

აღჭურვის კომპონენტი

809.0

 

1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანომობილის და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა

809.0

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

370.0

 

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

370.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182.0

 

სულ

12,000.0

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №126 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 1 8 .04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №115, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016788 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1624363-3/