სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2012 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016788
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცი ისა და აღჭურვ ის 2012 წლის სახელმწიფო  პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა და 39 -ე მუხლის მე‑ 2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                   ნ . გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №126 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.

3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

4. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

5. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივ ლ ისის დადგენილება №261 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

6. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივ ლ ისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.

7. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №395 - ვებგვერდი, 18.09.2012წ.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და განვითარება .

    მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

1. სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს:

ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს;

ბ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობას;

გ) პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო სამუშაოებს.

2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს:

ა) 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვასა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებს, 1 რეანიმობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნას, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიების და საჭირო მომსახურებების შესყიდვას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვას;

გ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ‑ცენტრის აღჭურვას.

3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.

4. ადმინისტრირების კომპონენტი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №126 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 1 8 .04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 1 3 ივლისის დადგენილება №261 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №395 - ვებგვერდი, 18.09.2012წ.

    მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია 

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შესყიდვებიდან ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებების შესყიდვა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანიდან 2 მანქანის შესყიდვა/აღჭურვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანარჩენი შესყიდვები – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნ ქ ტითა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის​ მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა, გარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისა, განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის ღონისძიებები – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 1 8 .04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 16 ივლისის დადგენილება №261 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №395 - ვებგვერდი, 18.09.2012წ.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 17 803.0 ათასი ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

№

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება ( ათასი ლარი )

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის / რეკონსტრუქციის კომპონენტი

5,733.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები

461.0

ბ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა

4,250.0

გ)

პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო სამუშაოები

1,022.0

2

აღჭურვის კომპონენტი

11,518.0

ა)

1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანიმობილისა და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვა

1,218.0

ბ)

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიებისა და საჭირო მომსახურებების შესყიდვა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა

8,800.0

გ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის აღჭურვა

1,500.0

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

370.0

 

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

370.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182.0

 

                                   სულ:

17,803.0

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №126 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 1 8 .04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 1 3 ივლისის დადგენილება №261 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №395 - ვებგვერდი, 18.09.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №115, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016788 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1624363-7/