1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას.
2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი.
3. საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურები.
4. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.
5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი 1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას. 2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი. 33. . საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურებიპროცედურები. .4. 4 . აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზესაფუძველზე, , შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში. 5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია .ნაწილი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310018002662355 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2020
სასამართლო მიუთითებს,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ’ ’ 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №52 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 59-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება