1. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც ადგენს ტექნიკური რეგლამენტის მიზანს და მოქმედების სფეროს.
2. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს იმ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმება ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება მათ;
ბ) მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.
4. საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამოს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი საქართველოში აღიარებულ პრინციპებს ან გააუქმოს ტექნიკური რეგლამენტი ან დასაბუთებული უარი აცნობოს დაინტერესებულ პირს.
5. საქართველოს მთავრობის დასაბუთებული უარი ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმების ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე.
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1041 – ვებგვერდი, 23.09.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. ტექნიკური რეგლამენტის მიღება 1. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც ადგენს ტექნიკური რეგლამენტის მიზანს და მოქმედების სფეროს. 2. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს იმ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმება ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება მათ; ბ) მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით. 4. საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამოს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი საქართველოში აღიარებულ პრინციპებს ან გააუქმოს ტექნიკური რეგლამენტი ან დასაბუთებული უარი აცნობოს დაინტერესებულ პირს. 5. საქართველოს მთავრობის დასაბუთებული უარი ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმების ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე. საქართველოს 2013 წლის სექტემბრის კანონი №1041 – ვებგვერდი, 23.09.2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №120310017002073475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
ნიშანდობლივია, ასევე, რომ ტექნიკური რეგლამენტი - „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417 დადგენილება მიღებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე (დადგენილების 1 მუხლი), ხოლო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება