1. კანონით განისაზღვრება ის პროდუქტი/პროცესი/მომსახურება (რეგულირებული სფერო), რომელსაც ბაზარზე განთავსებისას ესაჭიროება შესაბამისობის შეფასება.
2. მიღებული, აღიარებული ან ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსება შესაძლებელია პროდუქტის წარმოშობის ქვეყანაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
3. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას შესაბამისობის შეფასება ხორციელდება იმავე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
4. სასამართლო დავის შემთხვევაში აღიარებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაინტერესებული მხარე თარგმნის ქართულ ენაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) მე-4, მე-15, 25-ე და 45-ე მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, მე-3, მე-20, 62-ე, 63-ე, 70-ე და 94-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლ.ც-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო დადგენილების გამოცემის დროს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ნებართვა იყო მოქმედი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება