1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა.
2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.
3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია.
4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.
5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
- 15.07.2020 კანონი №6937
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები 1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა. 2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსისკონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე. 3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. 4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. 5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე შესაძლებლობები.მიღწევები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-628(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" (სადავო პერიოდში მოქმედი) 44-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 25-ე მუხლზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 66-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-10 პუნქტებზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, რასაც I კლასის შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დადასტურება.
- საქმე №ბს-251(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 66-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-10 პუნქტებზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, რასაც I კლასის შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დადასტურება.
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…რომელსაც შეეძლებოდა „ისო/რტ 3312“ სტანდარტის შესაბამისად ინსპექტირების ჩატარების შესაძლებლობა. ასევე, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მე...ის სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის #33 წერილით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია.
- საქმე №ბს-249(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
ამავე დადგენილების 66.1 და 66.2 მუხლის მიხედვით კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებული იყო დაეცვა კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
- საქმე №330310017001984407 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
იმავე დადგენილების მიხედვით, პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“,,,ო“ და,,შ“ ქვეპუნქტები, 66-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
- საქმე №330310013371689 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
- საქმე №330310017002161879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება