1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროებში, საჭიროების/პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს. დაინტერესებული მხარეები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში ნებაყოფლობით, თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ.
2. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა, კონსენსუსით მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის ან სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ.
3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. ტექნიკური კომიტეტი 1. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის ტექნიკურ კომიტეტებს, სტანდარტიზაციის შესაბამისი სფეროების მიხედვით. ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე. 2. ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა საქართველოს სტანდარტების მიღება კონსენსუსის საფუძველზე. [ 1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროებში, საჭიროების/პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს. დაინტერესებული მხარეები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში ნებაყოფლობით, თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ. 2. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა, კონსენსუსით მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის ან სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
…მე-4, მე-15, 25-ე და 45-ე მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, მე-3, მე-20, 62-ე, 63-ე, 70-ე და 94-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლ.ც-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო დადგენილების გამოცემის დროს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ნებართვა იყო მოქმედი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება