სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტანდარტების რეესტრის წარმოება და მათი ნუსხის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება;
გ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცება / აღიარება და დამოწმება;
დ) რეგისტრირებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის უზრუნველყოფა;
ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
თ) სახელმწიფო ეტალონების შენახვა, ფიზიკური სიდიდეების ერთეულების ზომების აღწარმოება, გადაცემა და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფა დაკალიბრების მეშვეობით;
ი) სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) სტანდარტების რეესტრის წარმოება და მათი ნუსხის საჯაროობის უზრუნველყოფა; ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება; გ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცება / აღიარება და დამოწმება; დ) რეგისტრირებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის უზრუნველყოფა; ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და რეგიონალურევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა; თ) სახელმწიფო ეტალონების შენახვა, ფიზიკური სიდიდეების ერთეულების ზომების აღწარმოება, გადაცემა და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფა დაკალიბრების მეშვეობით; ი) სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება