1. საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ.
3. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.
31. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის განხილვის დროებით შეჩერების ან სტანდარტის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სააგენტოს წარუდგენს სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის დასაბუთებას და მას თავის ოქმში ასახავს.
4. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივროს.
5. სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
6. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373).
7. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373).
8. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373).
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 68. სტანდარტის შემუშავება და მიღება 1. საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. 2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ. 3. სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უთანხმებს შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვას. [ 3. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს. 3131. . სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის განხილვის დროებით შეჩერების ან სტანდარტის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სააგენტოს წარუდგენს სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის დასაბუთებას და მას თავის ოქმში ასახავს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 4. ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოში შემუშავებული სტანდარტის მიღების შემთხვევაში მისი სამოქმედოდ დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტექნიკური კომიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე. [ 4. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივროს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 5. სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი. 6. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი დგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად. რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს, მომდევნო ორი ან სამი ასო აღნიშნავს იმ საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციის დასახელებას, რომლის სტანდარტიც მიიღება საქართველოს სტანდარტად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესის შესაბამისად. [ 6. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373)№4373). . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 7. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. [ 7. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373)№4373). . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 8. სხვა ქვეყანაში ნიშანდების განმსაზღვრელი აქტები (სტანდარტები, რეგლამენტები და სხვა) საქართველოში უნდა დარეგისტრირდეს სტანდარტებად, თუ პროდუქტი იწარმოება საქარ თ ველოში საქართველოს ბაზრისათვის. [ 8. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)]№4373).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება