1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა.
2. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი მწარმოებელზე გადადის.
3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა 1. ტექნიკურისაქართველოს რეგლამენტისმთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურსაქართველოს რეგლამენტშიმთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულებშესრულების ისსავალდებულოობა. სავალდებულო ობა. 2. პირს შეუძლიაუფლება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება ტექნიკურისაქართველოს რეგლამენტისმთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ასეთამ შემთხვევაში ტექნიკურისაქართველოს რეგლამენტისმთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი გადადისმწარმოებელზე მწარმოებელზე.გადადის. 3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…და მე...ის სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის #33 წერილით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. აღნიშნული კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება