ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;
ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი;
გ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები, მათ შორის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოსაყენებლად;
დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული სტანდარტის ან ეროვნული სტანდარტის ან მათი პროექტების საფუძველზე მიღებული სტანდარტი;
ე) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება;
ვ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტზე;
ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით; ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი; გ) რეგიონალურიევროპული სტანდარტი − სტანდარტების საერთაშორისოევროპული რეგიონალურიორგანიზაციების ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი;სტანდარტები, მათ შორის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოსაყენებლად; დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) –− საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულისაერთაშორისო სტანდარტი,სტანდარტის, რომელიცევროპული შეიძლებასტანდარტის მიღებულ იქნეს როგორც საერთაშორისო ან რეგიონალურიეროვნული სტანდარტის საფუძველზე,ან ისემათი შესაბამისპროექტების ისაფუძველზე ტექნიკურიმიღებული კომიტეტისსტანდარტი; მიერ; ე) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება; ვ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენებგამოყენების ის შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტზე.სტანდარტზე; ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 65-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სტანდარტი არის კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი,…
- საქმე №330310013371689 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
…ნებართვის გაცემას.,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების" დამტკიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში მოცემულია I კლასის შენობა-ნაგებობის განსაზღვრება, რომელიც 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია, განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
- საქმე №330310017002161879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
…უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3, 36-ე, 65-ე, 66-ე მუხლებს. ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ვერ დადგინდა მშენებლობის მწარმოებელი პირი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის გამო პასუხისმგებლობა მართლზომიერად დაეკისრა ობიექტის ყველა მესაკუთრეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება