ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღიარება – სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) ცალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
გ) ორმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
დ) მრავალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ პროდუქტის, ფიზიკური პირის (პერსონალის) ან ორგანიზაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად;
თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 88. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღიარება – სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ; ბ) ცალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს; გ) ორმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს; დ) მრავალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს; ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ჩატარებული,პროდუქტის, განსაზღვრულფიზიკური მოთხოვნებთანპირის შესაბამისობის(პერსონალის) შეფასებისან ატესტაციაორგანიზაციის ობიექტისგანსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისდადგენა/დადასტურება; მიზნით; ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად; თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციისდოკუმენტაციის, შემოწმება, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის დადგენილგანსაზღვრულ მოთხოვნებთან ან,შესაბამისობის დადგენა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე,საფუძველზე მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა.დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1300-1220-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2018
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საზღვაო კოდექსის (შემდეგში: საზღვაო კოდექსი) 87-ე, 88-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტექნიკური რეგლამენტით და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18…
- საქმე №030210016001421442 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.03.2018
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საზღვაო კოდექსის (შემდეგში: საზღვაო კოდექსი) 87-ე, 88-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტექნიკური რეგლამენტით და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება