1. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად).
2. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია:
ა) მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი;
ბ) მოდული B − პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო;
გ) მოდული C − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდის პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას;
დ) მოდული D − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს წარმოების ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას;
ე) მოდული E − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას;
ვ) მოდული F – შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე − სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი, იმპორტიორი, აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზე;
ზ) მოდული G − შესაბამისობა, დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმება;
თ) მოდული H – შესაბამისობა, დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასება.
3. შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება შესაბამისობის შეფასების ის მოდული (ქვემოდული) ან მათი კომბინაცია, რომელიც ადგენს მოქმედებათა თანამიმდევრობას შესაბამისობის შეფასებისას, რომლის შედეგები განიხილება, როგორც შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულება, და რომლის საფუძველზედაც გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. რეგულირებულ სფეროში დაუშვებელია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განთავსება ან ფუნქციონირება, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
6. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარუდგინოს დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 89. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები 1. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად). 2. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია: ა) მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი; ბ) მოდული B − პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო; გ) მოდული C − ტიპთან შესაბამისობაშესაბამისობა, , დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდის პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას; დ) მოდული D − ტიპთან შესაბამისობაშესაბამისობა, , დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს წარმოების ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებასფუნქციონირებას; ; ე) მოდული E − ტიპთან შესაბამისობაშესაბამისობა, , დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებასფუნქციონირებას; ; ვ) მოდული F – შესაბამისობაშესაბამისობა, , დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე − სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმებაშემოწმება, , რომელსაც ახორციელებს მწარმოებელიმწარმოებელი, ,იმპორტიორი, იმპორტიორი , აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზენიმუშზე; ; ზ) მოდული G − შესაბამისობაშესაბამისობა, , დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმებაშემოწმება; ; თ) მოდული H – შესაბამისობაშესაბამისობა, , დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა დადა, , საჭიროების შემთხვევაშიშემთხვევაში, , დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასებაშეფასება. .3. 3 . შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 44. . კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება შესაბამისობის შეფასების ის მოდული (ქვემოდული) ან მათი კომბინაცია, რომელიც ადგენს მოქმედებათა თანამიმდევრობას შესაბამისობის შეფასებისასშეფასებისას, , რომლის შედეგები განიხილებაგანიხილება, , როგორც შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულება, და რომლის საფუძველზედაც გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. რეგულირებულ სფეროში დაუშვებელია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განთავსება ან ფუნქციონირებაფუნქციონირება, , თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული. 66. . რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარუდგინოს დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.დოკუმენტ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №010310017001881085 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.11.2018
სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველი მომდევნო ეტაპს დასრულების შესახებ ოქმების უფლებამოსილი ორგანოსათვის წარუდგენლობაც ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 78-ე და 89-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევას, თუმცა იმ კონკრეტული პირობის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს გადაცდომა, რომელიც ზედამხედველობის სამსხურის მიერ გამოვლენილი იქნა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება