1. პროდუქტის ნიშანდება არის პასუხისმგებელი პირის მიერ იმის
დეკლარირება, რომ:
ა) პროდუქტი შეესაბამება ახალი მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
ბ) პროდუქტს გავლილი აქვს შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. ნიშანი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ნათლად, ადვილად უნდა იკითხებოდეს და მარტივად არ უნდა იშლებოდეს პროდუქტზე ან მის მონაცემების ნაწილზე. თუ პროდუქტი არ იძლევა ამის საშუალებას, ნიშანი დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტებზე, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის მოთხოვნილი.
3. საქართველოში საქართველოს ბაზრისთვის წარმოებული პროდუქტი, რომელიც ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირდება, წარმოებული უნდა იყოს ამ რეგლამენტების შესაბამისად. ასეთ პროდუქტზე დაიტანება GE ნიშანი.
4. პროდუქტის ნიშანდების წესი და ნიშნის ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
5. ევროკავშირში მოქმედი მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი
CE ნიშნის მქონე პროდუქტი საქართველოში დაიშვება დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9494. . პროდუქტის ნიშანდება 1. პროდუქტის ნიშანდება არის პასუხისმგებელი პირის მიერ იმის დეკლარირება, რომ: ა) პროდუქტი შეესაბამება ახალი მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; ბ) პროდუქტს გავლილი აქვს შესაბამისობის შეფასების პროცედურები. 2. ნიშანი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ნათლად, ადვილად უნდა იკითხებოდეს და მარტივად არ უნდა იშლებოდეს პროდუქტზე ან მის მონაცემების ნაწილზე. თუ პროდუქტი არ იძლევა ამის საშუალებას, ნიშანი დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტებზე, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის მოთხოვნილი. 3. საქართველოში საქართველოს ბაზრისთვის წარმოებული პროდუქტი, რომელიც ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირდება, წარმოებული უნდა იყოს ამ რეგლამენტების შესაბამისად. ასეთ პროდუქტზე დაიტანება GE ნიშანი. 4. პროდუქტის ნიშანდების წესი და ნიშნის ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. ევროკავშირში მოქმედი მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი CE ნიშნის მქონე პროდუქტი საქართველოში დაიშვება დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე.გარეშ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
…მე-15, 25-ე და 45-ე მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, მე-3, მე-20, 62-ე, 63-ე, 70-ე და 94-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლ.ც-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო დადგენილების გამოცემის დროს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ნებართვა იყო მოქმედი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება