1. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.
3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.
4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აგრეთვე აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ სათანადო ღონისძიებებს.
5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
6. აკრედიტაციის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს რეკომენდაციების გაცემით/წინადადებების წარდგენით უწევენ კონსულტაციას სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.
7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად განიხილავს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს.
8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო უფლებამოსილია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
9. აკრედიტაციის ცენტრი ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და მას წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობას.
10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში;
ბ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოებთან.
11. აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის (ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა) სახით მიღებული შემოსავალი, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) დაინტერესებული პირისთვის ხელშეკრულების საფუძველზე სწავლების/ტრენინგის ჩატარებით მიღებული შემოსავალი;
ბ.გ) კონფერენციის ორგანიზებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სხვა შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 99. აკრედიტაციის ცენტრი 1. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურასსტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით. 3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,ფარგლებში კანონის მიზნების განსახორციელებლად გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ადმინისტრაციულინდივიდუალურ -სამართლებრივსამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს. 4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელშემფასებელი პირთაორგანოების აკრედიტაციის,პირველად აკრედიტაციას, აგრეთვე აკრედიტებული პირებისორგანოების მიერაკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის პირობებისსფეროს შესრულებისგაფართოების, მონიტორინგსააკრედიტაციის დაშემცირების, ზედამხედველობას,შეჩერების აგრეთვეან შეიმუშავებსგაუქმების აკრედიტაციისმიზნით წესებსაგანსახორციელებელ დასათანადო პროცედურებს.ღონისძიებებს. 5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასააკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკრედიტაციის წესებისა და მონიტორინგსპროცედურების თანახმად ახორციელებს დაინტერესებულშესაბამისობის პირთანშემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. აკრედიტაციის ცენტრი,ცენტრი საჭიროების შემთხვევაში,შემთხვევაში ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს რეკომენდაციების გაცემით/წინადადებების წარდგენით უწევენ კონსულტაციას სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.გადასაწყვეტად. 7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზეშემთხვევაში აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად განიხილავს აკრედიტებულაკრედიტებული პირთანშესაბამისობის დაკავშირებულშემფასებელი საჩივარსორგანოს დაან აკრედიტაციასთანაკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრეტენზიას.საჩივარს. 8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,სამინისტრო. რომელსაცაღნიშნული უფლებასამინისტრო აქვს,უფლებამოსილია მოითხოვოსგამოითხოვოს ამისთვისშესაბამისი საჭიროდოკუმენტაცია მასალები და ინფორმაცია. 9. აკრედიტაციის ცენტრი ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს,ანგარიშს რომელსაცდა მას წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისათვისპირისთვის ხელმისაწვდომობას. 10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურევროპულ ორგანიზაციებში; ბ) ამყარებსთანამშრომლობს ურთიერთობებსსაერთაშორისო სხვადასხვაორგანიზაციებსა ორგანიზაციასთან, პირთან და სხვა ქვეყნისქვეყნების აკრედიტებულაკრედიტაციის ორგანოებთან. 11. დასახულიაკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით(ამ მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,მთავრობა) სახით მიღებული შემოსავალი, მათ შორის: ბ.ა) აკრედიტაციისააკრედიტაციასთან დადაკავშირებული მონიტორინგისსამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირისპირისთვის თვისხელშეკრულების ჩატარებულისაფუძველზე სწავლებებიდანსწავლების/ტრენინგის ჩატარებით მიღებული შემოსავალი; ბ.გ) კონფერენციებისკონფერენციის ორგანიზებიდანორგანიზებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სხვა შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულინებადართული სხვა შემოსავლები.შემოსავალი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…- აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციაა აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება. ასევე, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ ( 96.4, 97.1 და 99.4 მუხლები), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება