1. აკრედიტაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც იგი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ადასტურებს, რომ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკმაყოფილებს სათანადო კანონმდებლობით, სტანდარტით ან/და სექტორული სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.
3. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი ორგანოს) და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ.
4. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად, საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე.
5. აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებულ პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
6. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 96. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა 1. აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირიპირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოორგანოს − აკრედიტაციის ცენტრიცენტრის (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციისმიერ მოწმობისგანხორციელებული გაცემითსაექსპერტო ოფიციალურადშეფასება, აღიარებსრომლის შესაბამისობისსაფუძველზედაც შემფასებელიიგი პირისაკრედიტაციის კომპეტენტურობასმოწმობის შესაბამისობისგაცემით შეფასებისადასტურებს, სფეროშირომ განსაზღვრულიშესაბამისობის (სპეციფიკური)შემფასებელი საქმიანობისორგანო განხორციელებისათვის.აკმაყოფილებს აკრედიტაციისსათანადო ცენტრიკანონმდებლობით, არსტანდარტით არისან/და შესაბამისობისსექტორული შემფასებელისქემით ორგანო.განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონითსაკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. 3. აკრედიტაციის ეროვნულიცენტრი სისტემადაინტერესებული ემყარებამხარის ერთიანმოთხოვნის წესებსაშემთხვევაში და პრინციპებს. 4. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის)ორგანოს) და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ,გარეთ. დაინტერესებული4. მხარისაკრედიტაციის მოთხოვნისცენტრი შემთხვევაში.საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად, საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე. 5. აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებულ პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. 6. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
ასევე, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ ( 96.4, 97.1 და 99.4 მუხლები), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით, საქართველოს ეკონომიკისა და…
- საქმე №120310017002073475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
…და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი -…
- საქმე №330310017002187357 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.04.2019
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ შპს „ლ--–---“ არ არის აკრედიტირებული, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება,…
- საქმე №120310017002073475 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 05.01.2018
…და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი -…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება