1. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან მიზნებს, წესებსა და პრინციპებს. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება და აკრედიტაციის ეროვნულ სისტემასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ემყარება შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
3. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 97. აკრედიტაციის ეროვნული სისტემის საფუძველი 1. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან მიზნებს, წესებსა და პრინციპებს. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელშემფასებელი პირთაორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება და აკრედიტაციის ცენტრისეროვნულ მიერსისტემასთან მიღებულიდაკავშირებული იმსათანადო საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნებაემყარება შესაბამის,შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. 2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.პირისთვის. 3. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასსაქმიანობას ახორციელებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. პირისათვისშესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციაა აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება. ასევე, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ ( 96.4, 97.1 და 99.4 მუხლები), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით, საქართველოს ეკონომიკისა და…
- საქმე №120310017002073475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
…საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ…
- საქმე №120310017002073475 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 05.01.2018
…საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება