თავი III — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.
4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის
დეკემბრის კანონი №2877 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის
კანონი
№1754
- ვებგვერდი, 28.12.2017წ.
თავი III1.ბიზნესოპერატორის ვალდებულებები
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.04.2014 კანონი №2285
- 15.12.2017 კანონი №1754
- 17.04.2014 კანონი №2285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.11.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ეტიკეტირების წესი 1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს. 3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით. 4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება. საქართველოს 2014 წლის დეკემბრის კანონი №2877 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. თავი III1. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება