1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირება სავალდებულოა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას შეიძლება დაემატოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ნებადართული ინფორმაცია.
3. საქართველოში წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) პროდუქტის დასახელება;
ბ) პროდუქტის ნომინალური მოცულობა;
გ) პროდუქტის ფაქტობრივი სპირტშემცველობა;
დ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, აგრეთვე აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოს სააგენტოს მიერ დამტკიცებულმა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანმა ან აბრევიატურამ;
ე) სპეციალური ღვინის შემთხვევაში – შესაბამისი კატეგორიის დასახელება;
ვ) პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება;
ზ) პროდუქტის მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, თუ პროდუქტის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შემთხვევაში – იმპორტიორის დასახელება და მისამართი;
თ) ლოტის ნომერი;
ი) აღნიშვნა „შეიცავს სულფიტებს“, თუ 1 ლიტრ პროდუქტში სულფიტების შემცველობა 10 მილიგრამს აღემატება.
4. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ თანამიმდევრულად უნდა იყოს მითითებული.
5. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, მისი განთავსების ფორმის, ზომისა და ადგილის გათვალისწინებით, მომხმარებელი ალკოჰოლიანი სასმელის კატეგორიასთან დაკავშირებით შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117
საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1018
- 15.06.2017 კანონი №972
- 19.04.2011 კანონი №4550
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1257-1201(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2010
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ,,სამტრესტის” სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი,,სამტრესტი”, რომლის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
- საქმე №ბს-1462-1396(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2010
ის გარემოება, რომ “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის მე-31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული…
- საქმე №ბს-1579-1508(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2010
…შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების თანახმად, მან აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება 38000 ლარის ოდენობის თანხაზე. ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამეტი -,,სამტრესტი”, რომლის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
- საქმე №ბს-1460-1394(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2010
ის გარემოება, რომ “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის მე-31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული…
- საქმე №ბს-1258-1202(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ,,სამტრესტის» სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი,,სამტრესტი», რომლის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
- საქმე №ბს-1004-962(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
- საქმე №ბს-1547-1477(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
- საქმე №ბს-1578-1507(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
- საქმე №ბს-1259-1203(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2009
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ვაზისა და ღვინის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება