1. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიეთითოს ქართულ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე.
2. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიეთითოს მხედველობის ერთ არეში.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117
საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ.183
საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1018
- 15.06.2017 კანონი №972
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1248-1234(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2011
სამართლებრივი:, სასამართლომ არ გაითვალისწინა “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის (12.06.1998წ.) 33.6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, სათანადო ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ვაზისა და ღვინის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება