თავი II — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:
ა) რისკის შეფასება;
ბ) რისკის კომუნიკაცია;
გ) რისკის მართვა.
3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია:
ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა;
ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;
დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა;
ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას;
ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.04.2014 კანონი №2285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდესეფუძნებოდეს. 2. რისკის ანალიზს,ანალიზი გარდამოიცავს იმსამ შემთხვევისა,ურთიერთდაკავშირებულ როდესაცკომპონენტს: შექმნილია) განსაკუთრებულირისკის გარემოებებიშეფასება; არბ) იძლევარისკის ამისკომუნიკაცია; შესაძლებლობას.გ) 2.რისკის მართვა. 3. რისკის ანალიზიანალიზთან მოიცავსდაკავშირებული სამღონისძიებებია: ურთიერთდაკავშირებულა) კომპონენტს:შესაძლო რისკისსაფრთხესთან შეფასებას,დაკავშირებით რისკისშესაბამისი კომუნიკაციასუფლებამოსილი ორგანოებისათვის და რისკისსხვა მართვას.დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა; ბ) რისკის ანალიზიშეფასებისა შეიძლებადა ასევესახელმწიფო მოიცავდესკონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი; დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა; ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის მე-851-ე მუხლითმუხლის გათვალისწინებულშესაბამისად დამატებითსაგანგებო ღონისძიებებს.ზომების მიღებისას; ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება