თავი VII — სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვანი სისტემის/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გათვალისწინებული ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა.
4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1897).
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 23.12.2017 კანონი №1897
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია 1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვანმნიშვნელოვანი სისტემად/საგადახდოსისტემის/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანმნიშვნელოვანი პროვაიდერადპროვაიდერის მიჩნევისსტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდანგამოცემის 30შემდეგ, დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ეროვნულეროვნული ბანკს:ბანკის ა)მიერ სადამფუძნებლოდადგენილი დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ანგათვალისწინებული აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლები; ბ) ინფორმაცია ხელმძღვანელიწარუდგინონ პირების, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) საქართველოს ეროვნულიეროვნულ ბანკისბანკს. წესებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია. 2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისაოპერატორის და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის კაპიტალი მათიმისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა. 4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1897).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება