თავი VII — სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერების და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერების და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე. [მუხლი 481 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორად ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირებმა ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება. 5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები. 6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება