თავი VII — სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მას უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმისწარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის სისტემის წესებთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№446
- ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.10.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. შემოწმება 1. სააგენტოსაქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობითკანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მას უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმისსაქმისწარმოების წარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. 2. სააგენტოსაქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის სისტემის წესებთან და საქართველოს კანონმდებლობითკანონმდებლობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება