1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე, აგრეთვე იმ ორგანიზაციაზე/უწყებაზე, რომელიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს ექვემდებარება ან ამ სუბიექტთანაა დაკავშირებული დასაქმების, სტაჟირების, სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობით და აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
2. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მასმედიაზე, გამომცემლობათა რედაქციებზე, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის.
4. ნებისმიერ იურიდიულ პირს ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, უფლება აქვს, ნებაყოფლობით აიღოს ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები. კომერციული ბანკი, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით.
5. (ამოღებულია - 10.06.2021, №632).
6. ამ კანონის დებულებები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ნორმების მოქმედებაზე, რომლებიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემის დამუშავებას, სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვას.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1250 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3933 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №803 – ვებგვერდი,30.06.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №803
- 10.06.2021 კანონი №632
- 08.07.2015 კანონი №3933
- 24.12.2013 კანონი №1829
- 20.09.2013 კანონი №1250
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე, აგრეთვე იმ ორგანიზაციაზე/უწყებაზე, რომელიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს ექვემდებარება ან ამ სუბიექტთანაა დაკავშირებული დასაქმების, სტაჟირების, სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობით და აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 2. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეროვნულისაქართველოს უსაფრთხოებისთავდაცვის საბჭოსთან,სამინისტროსთან, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთანსამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მასმედიაზე, გამომცემლობათა რედაქციებზე, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის. 4. ნებისმიერ იურიდიულ პირს ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, უფლება აქვს, ნებაყოფლობით აიღოს ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები. კომერციული ბანკი, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით. 5. (ამოღებულია - 10.06.2021, №632). 6. ამ კანონის დებულებები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ნორმების მოქმედებაზე, რომლებიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემის დამუშავებას, სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვას. თავი II. ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება